მსახიობი ბაია (ბარბარე) დვალიშვილი 1960 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. დედამისი ცნობილი ქართველი მსახიობი, მარინე თბილელი იყო.
ბაია დვალიშვილმა 1983 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1983-2001 წლებში იყო რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. 1997 წლიდან თეატრალური სარდაფის, 2007 წლიდან მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრისა და 2017 წლიდან სამეფო უბნის თეატრის მსახიობია. მისი დებიუტი კინოში 1978 წელს შედგა. თუმცა, ქართველმა მაყურებელმა უკეთ გაიცნო და განსაკუთრებულად შეიყვარა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” შესრულებული ნელიკოს როლით.
„უამრავი წელი მაქვს დაკარგული უმოქმედოდ, როცა ძალიან მინდოდა თამაში, ვიყავი ახალგაზრდა და უფრო მეტისა და ხარისხიანის კეთება შემეძლო. დაახლოებით 15-20-მა წელმა, ჩემი დახმარებით თუ თავისდა უნებურად, ძალიან ფუჭად ჩაიარა. მომიწია იმ პერიოდში ცხოვრება, როცა ხდებოდა კატაკლიზმები და ჩვენი საქმისთვის დიდად არ ეცალათ. არ მივიჩნევ თავს იღბლიან მსახიობად, რადგან არ შედგა არც ერთი პროექტი, რაც უკეთესობისკენ შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას, უფრო საინტერესოს გახდიდა ჩემს შემოქმედებით გზას“, – ამბობდა დვალიშვილი.
ბაიამ ოჯახი პირველად 17 წლის ასაკში შექმნა და მურმან ჯინორიას მეუღლე გახდა. ამ ამბავს დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა. ყველა ამბობდა, რომ ბაიამ ეს ნაბიჯი ნაადრევად გადადგა – შედეგიც მალე დადგა და წყვილი წელიწად-ნახევარში დაშორდა… კითხვა განაგძეთ ბმულზე.