ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა ქალი მოკლეს. მოკლული ქეთი ჯავახიშვილია.
არსებული ინფორმაციით, 20 წლის ქალს დანით სასიკვდილო ჭრილობები მისმა მეგობარმა მამაკაცმა მიაყენა. მკვლელობის შემდეგ კაცმა გოგონა თხრილში ჩააგდო.
სავარაუდოდ, მამაკაცს მოკლულის ოჯახთან ნათესაური კავშირი აქვს.
„მავთულით ჰქონდა ხელები შეკრული, ამბობენ, რომ ის ბიჭი ფულს სძალავდა, ღამე გამოსულა და უკან არ დაბრუნებულა. ეჭვობენ, რომ მკვლელი წილუბნელია. ოჯახის ნათელ-მირონია“,- უთხრა „პირველებს“ მოკლულის ახლობელმა.
არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ და მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარეობს.
გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით, დაიწყო.