Tuesday, May 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ მოახერხა კეკელიძის ქუჩიდან გამოსახლებულმა მარინა ხატიაშვილმა ბინის დაბრუნება და ვინ დაეხმარა ამაში?

February 27, 2024
“ბუნდოვანია ბევრი რამ… რაც მოხდა, ასე ჯალათურად არ უნდა მომხდარიყო”– ოჯახის გამოსახლებას სოც. ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა

მარინა ხატიაშვილმა, რომლის ოჯახიც კეკელიძის N1-იდან 23 იანვარს გამოასახლეს, ბინის მდებარე ბინის კერძო იპოთეკარისგან გამოსყიდვა.  იპოთეკარსა და მსესხებელს შორის ერთი თვის წინ დადებული შეთანხმების პირობები მხარეებმა 23 თებერვალს შეასრულეს.

კერძო იპოთეკარ დარეჯან დვალსა და მარინა ხატიაშვილს შორის შეთანხმება გამოსახლებიდან მეორე დღეს, 24 იანვარს, შედგა. დოკუმენტში ეწერა, რომ „თუკი მარინა ხატიაშვილი ერთი თვის ვადაში 90 000 აშშ დოლარს გადაიხდიდა, დარეჯან დვალი მას კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ქონებას დაუბრუნებდა”.

მარინა ხატიაშვილის თქმით, მას უკვე ჰქონდა 70 000 აშშ დოლარი, ერთ თვეს კი დარჩენილი 20 000 აშშ დოლარის შესაგროვებლად გამოიყენებდა. ამ მიზნით 17 თებერვალს გაიმართა საქველმოქმედო აუქციონი, რომელზეც ნამუშევრები გასაყიდად გამოიტანეს ხელოვანებმა და გალერისტებმა.

„ეს იყო ძალიან დიდი თანადგომისა და სოლიდარობის შედეგი – ჯერ იმ ხალხის მხრიდან, ვინც იქ გამოსახლების დღეს იომა და თავი გადადო, შემდეგ კი ჩემი მეგობრების მხრიდან, რომლებმაც აუქციონი მოაწყვეს და ნამუშევრები გაყიდეს. აუქციონიდან შემოსული თანხით გავისტუმრეთ მევახშე. მინდა ჩემი საქმე იყოს პრეცედენტი, რომ სანამ ამხელა კონფლიქტი და მძიმე სურათი შეიქმნება, მევახშეებმა იქამდე აიღონ ის თანხები, რასაც სთავაზობენ ან მსესხებელს თანხის შეგროვება აცალონ”, – უთხრა მარინა ხატიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

იგი ამბობს, რომ უძრავი ქონება მის ოჯახს იურიდიულადაც გადაუფორმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება რეესტრშია ასახული.

მარინა ხატიაშვილის ოჯახი, მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით 23 იანვარს გამოასახლა ბინიდან, რომელიც თბილისში, კეკელიძის N1-ში მდებარეობს.

 

წყარო: დაიჯესტი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ასეთ მოლაპარაკებებს შეუძლიათ მშვიდობის მოპოვება”- რას აცხადებს დიმიტრი მედვედევი?
  • ცნობილია, რა გადაწყვეტილება გამოაცხადა სტრასბურგის სასამართლომ ლექსო მაჭავარიანის საქმეზე
  • კახეთში 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge