პარტია “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ძვირფასო ჟურნალისტებო, ე.წ ოპოზიციური არხების, ბევრ თქვენთაგანს ბევრი წელია პატივს ვცემ, პირადად და პატივს ვცემ თქვენს მუშაობას და საქმეს. მესმის ხელფასის და შემოსავლის ამბავი და იმის, რომ ყველა ტელევიზიას ჰყავს დამფინანსებელი, რომელსაც აქვს პარტიული ინტერესი. თუმცა, ეს არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები. ეს იქნება გადარჩენის და არგადარჩენის არჩევნები. ამ დროს თუ ყველა ფასად ეცდებით, რომ გაატაროთ დამფინანსებლის ინტერესი, შეიძლება დაზიანდეს ძალიან დიდი რამ, საქართველოს მომავალი და ამაზე ამჯერად თქვენც იქნებით პასუხისმგებელი. დამფინანსებლის ინტერესი, უიმედო პარტიის გადარჩენის, ეგოსი ან ფულის, დიდი საქმისთვის იქნება ფატალური. მეტიც, ამ სფეროში ვერ მოიგებთ ვერც თქვენ და ვერც თქვენი პატრონი ყველაზე ფულიან ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს და დარჩებით დღევანდელობის ამარა. ამ სინამდვილეში თქვენი სამწუხარო წვლილიც იქნება. პირიქით, როდესაც კონკრეტული პარტიის ინტერესის გატარებას გთხოვენ თქვენ გაქვთ ძალა და ავტორიტეტი რომ სწორედ ეს აუხსნათ მფლობელს. მიუთითეთ ბოლო 3 წლის კვლევებზე, არჩევნების შედეგებზე, დაფინანსების სხვაობაზე და ამით დაიცავით საქართველოს მომავლის იმედი. თქვენი მონა-მორჩილი, ანა დოლიძე”- წერს დოლიძე