ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თბილისში, 21 წლის გოგონა ამფიტამინით ზედოზირების შედეგად გარდაიცვალა.
AMBEBI.GE-მ ინტერვიუ ჩაწერა დაღუპულის მეზობელთან, რომელმაც აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა.
„გარდაცვლილი გოგონა ჩვენი მეზობელია, ანგელოზივით იყო… თავდაპირველად ეგონათ, რომ წამლები დალია და თავი მოიკლა, დღეს კი ითქვან, რომ ზედოზირებით გარდაცვალალა. ის უკარგესი ოჯახის შვილია, მისი მშობლები დაშორებულები იყვნენ, ბავშვი დედამ და დეიდამ გაზარდეს (მედიცინის მუშაკები არიან), რომ იტყვიან, ხელის გულზე ატარებდნენ, სიგარეტსაც არავინ ეწეოდა ოჯახში. მამას სხვა ოჯახი ჰყავს.
გოგონა თავის ოთახში გამხდარა ცუდად, შეშლილი სახით გამოვარდნილა და გადარჩენას ითხოვდა თუმე, – მიშველეთო, ყვიროდა. ყველანი დაზაფრულები ვართ, ასეთ ქვეყანაში რისკია შვილების გაჩენა, ყველგან ეს პრობლემაა, საშინელება ხდება…“, – აღნიშნა მან.