მარტის აქციების მიმდინარეობისას უფს-ის ვარკსკვლაავმა ილია “ელ მატადორ” თოფურიამ, აქციის მონაწილეებს მხარი საჯაროდ დაუჭირა…
გამბედაობა, რომელსაც სპორტსმენები არც თუ ხშირად იჩენენ ქართულ რეალობაში, ილია თოფურიამ მოახერხა მაშინ პრო-რუსულმა ძალებმა ილია თოფურიას წარუმატებელი სპორტსმენი უწოდეს, დღეს კი იგივე ადამიანები აღნიშნავენ ქართველი მებრძოლის გამარჯვებას და საჩეპიონო ქამრის მოპოვებას.
აღსანიშნავია, რომ ილიას ჩემპიონობას ესპანეთის დედაქალაქის მთავარ სტადიონზე სანტიაგო ბერნაბეუზე იზეიმებენ, სადაც მიწვეულია რათა საჩეპიონო ტიტული მილიონობით ადამიანს წარუდგინოს, ხოლო საქართველოსგან მსგავსი ინიციატივა არ გაჟღერებულა. უკავშირდება თუ არა ეს ილია თოფურიას 8 მარტის აქციების დროს კრიტიკულ განცხადებას უცნობია, თუმცა ფაქტები გონივრული ეჭვის საფუძველს იძლევა.