მივმართავ ყველას, განსაკუთრებით საქართველოს საპატრიარქოს, მოუწოდოს მოძალადე სააულიერო პირებს, დააცხრონ მათი უღმერთო მრევლი – ამის შესახებ სასულიერო პირი პეტრე კოლხი წერს.
“ძალადობრივი ჯგუფები-ალტინფო, მმკ და ძმანი მისნი ეწევიან ბინძურ, მათთვის ზედგამოჭრილ და ნორმალური ადამიანისათვის შეუფერებელ ქმედებებს…
მივმართავ ყველას, განსაკუთრებით საქართველოს საპატრიარქოს, მოუწოდოს მოძალადე სააულიერო პირებს, დააცხრონ მათი უღმერთო მრევლი და ასწავლონ ნამდვილი ქრისტიანობა… თუ რომელიმე ჩემს შვილს, ან ოჯახის წევრს თმის ღერი ჩამოუვარდება, სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ ყველას, ვის დაქვემდებარებაშიც არიან ზემოთხსენებული სასულიერო პირები, სინამდვილეში კი აგრესორები…
მრავალგზის ყურადღება არ მივაქციე და აქვე ვსაყვედურობ ჩემ შვილ-მარიამს, რომელმაც ოჯახურ გარემოში, ნათლულის სახლში ვიყავი შვილებთან და ზუსთან ერთად… გადაიღო ვიდეო, ტიკ-ტოკზე ბევრი გამომწერი მომემატებაო, მაგრამ ფაშისტები, ვითომ მორწმუნეები, სინამდვილეში სულგაყიდული სატანები, თავიანი მოკლე ჭკუით სიწმინდეს იცავენ…
დიახ, ვადასტურებ, ეს ჩვენი შეკრება, სადაც მარიამის ხმაც ისმის- ,,პეტრე კოლხი” ჩვენი გადაღებულია და გამოქვეყნებულიც…
ხშირად დავდიოდი აუზზე, სადაც შემხვედრია ეპიაკოპოსიც, ბერიც და მღვდელიც, პირიქით გამხარებია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი აქტუალური გახდა-მეთქი…
ეს არ არის ცოდვა, არც დანაშაული… სამომავლოდ ისევ ვაპირებ აუზზე წასვლას და შევეცდები კიდევ უკეთეს ფორმაში ვიყო… თქვენ კი, რაც ნამდვილად დასაგმობი და მიუღებელია, იმას გაემიჯნეთ და ხელს ნუ აფარებთ… ამაშიც ვლინდება თქვენი ე.წ. სულიერება…
აქვე შევეხები ვიდეო რგოლს, მთლიანობაში ადრინდელ ინტერვიუს, რომელიც დაჩეხილ-დანაწილებულ-დამახინჯებულია… ვინც ობიექტურად შეაფასებს, ადვილი მისახვედრია, რომ მისი ავტორი, ვინც დაამონტაჟა ინტერვიუ, ასტრალშია გასული, მაგრამ. მივმართავ გამოძიებას, დადგინდეს მისი შემოქმედი და პასუხი აგოს ამ იდიოტიზმზე…
მაინც გაფრთხილებთ, დაუმონტაჟებლად თქვენ დამახინჯებულ და აქოთებულ ცხოვრებას მიხედეთ, თორემ სინამდვილეში რა არის ტრაგედია და რა ცოდვის კალო ტრიალებს, ცხვირწინ დაგილაგებთ…
და ერთიც, ეს ვითომ ჩემი ინტეევიუ, ერთ გამწარებულ და გაბოროტებულ მონაზონს ედო, ვიღაცის და რაღაცის დასაფარად… დედაო, ძვირფასო, საკუთარი ცოდვები და დამახინჯებული სულიერი მდგიმარეობა იგლოვე… წესით შენ ორღობის ჭორიკანა დედაკაცივით არ უნდა გეცალოს საფეისბუქო ამბებისთვის… ადრე, მთელი ერი მონაზვნების ლოცვაზე იდგა, მაგრამ თქვენ სად გცალიათ სალოცავად ,,პეტრე კოლხის” ცხივრება უნდა განიხილოთ…
სინანულს, მეტ სიყვარულს და მოკრძალებას გისურვებთ…
უფალმა გაცხოვნოთ!..”