Monday, May 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ეროვნული ბანკი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

February 23, 2024
ეროვნული ბანკი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი სანქცირებული რუსული „სბერბანკის“ თავისი ანგარიშებიდან ქართულ ბანკებში გადარიცხვების დაწყებას ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„ეროვნული ბანკი ეხმაურება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სანქცირებულმა რუსულმა “სბერბანკმა” თავისი ანგარიშებიდან ქართულ ბანკებში გადარიცხვები დაიწყო.

გაცნობებთ, რომ 2022 წლის 26 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით ფინანსურ სექტორს დაევალა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოთხოვნათა შესრულება. სანქციების მოთხოვნათა დაცვის და ამ კუთხით გასატარებელი სხვა ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ვალდებულებები, ასევე, განისაზღვრა “საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 5 აგვისტოს №208/04 ბრძანებით. შესაბამისად, საქართველოს საბანკო სექტორი ვალდებულია დანერგოს ღონისძიებები სანქციათა რეჟიმების გვერდის ავლის აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით.

ამასთან, “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული ბანკი რეგულარულად ამოწმებს საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენელს, რაც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს სანქციების მოთხოვნათა შესრულების კონტროლს. აღსანიშნავია, რომ კომერციულ ბანკებს დანერგილი აქვთ ეფექტური მექანიზმები სანქციადაკისრებული პირების იდენტიფიცირებისა და ოპერაციების შეჩერებისთვის. განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში, სანქციადაკისრებული პირის მონაწილეობით ტრანზაქცია არ დაფიქსირებულა.

ეროვნული ბანკი საკითხის დამატებით მოკლვევას ახორციელებს“ – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2019 წლიდან მცხოვრები რუსი უფლებადამცველი, ნიკოლაი ლევშიცი წერს, რომ სანქცირებულმა რუსულმა „სბერბანკმა“ თავისი ანგარიშებიდან ქართულ ბანკებში გადარიცხვები დაიწყო. იგი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით უცნობია საქართველოს ეროვნული ბანკის რეაქცია იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში გადარიცხვები „სბერბანკით“ ხდება, რომელიც მკაცრი სანქციების ქვეშ იმყოფება და SDN-ის სიაში შედის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჯო ბაიდენს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს – მეტასტაზები ძვლებზეც გავრცელდა
  • იტალიაში ქართველი ახალგაზრდა კაცი დააკავეს
  • მესტიაში მეხი ჩამოვარდა – ვრცელდება კადრები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge