რუსი ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობიდან 6 წელი გავიდა. 2018 წლის 22 თებერვალს, ყოფილი სამხედრო, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს, შემდეგ კი მოკლეს.
მის ცხედარს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა.
ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 26 დღის შემდეგ გადასცეს. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.
ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები ამ დრომდე არ დასჯილან.