Tuesday, June 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

” ოცნებაში ისეთი აკრეფილი აქვთ, მალე ბავშვობაში მეზობლის ბოსტანში სტაფილო თუ მოუპარავს, იმასაც ამოუქექავენ”- რა ინფორმაციას ავრცელებს მერაბ მეტრეველი

February 21, 2024
“ამის გამო ორი დღეა სხვადასხვა გვერდებზე მათრევენ”– რამ აღაშფოთა ჟურნალისტი

ანალიტიკოსი და ტელეწამყვანი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

“გასული დღეების განმავლობაში მოულოდნელად „ოცნებამ“ საარტილერიო შეტევა მიიტანა „ლელოზე“. ყველა მხრიდან გაუხსნეს ზალპური ცეცხლი. ცალკე პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტარები დააცხრნენ თავს, ცლაკე –
თბილისის მერი. რამდენიმე დღე არ გაჩერებულან. გუშინაც ტელევიზორიდან ყურში ჩამესმოდა ბექა დავითულიანის მონოტონური ხმა, როგორ წყევლიდა ხაზარაძეს.

მთელი კვირაა „ოცნება“ ხან აქედან შეუტევს ყოფილ ბანკირს, ხან იქედან. ყველა ცოდვა გაუხსნეს, რაც ბავშვობიდან მოყოლებული ოდესმე ჩაუდნეია: ნაცების დროს მაგის „თი-ბი-სი“ ბანკი მონაწილეობდა ქონებების ჩამორთმევაშიო, მაგან ფული საერთოდ 90-იან წლებში ბანდიტურ საქართველოში იშოვაო, მანამდე
კიდევ კომკავშირელი იყოო. მოკლედ, ისეთი აკრეფილი აქვთ, მალე ბავშვობაში მეზობლის ბოსტანში სტაფილო თუ მოუპარავს, იმასაც ამოუქექავენ.

არ იკითხავთ რა არის ასეთი გამწარების მიზეზი? „ლელომ“ ყოვლად გოიმური კამაპანია დაიწყო: არჩევნებამდე დარჩენილ კვირეებს ითვლიან შემდეგი სლოგანით – ამდენი და ამდენი კვირის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი იქნება
მოსკოვშიო ანუ არჩვენებს მოვიგებთ და ბიძინა რუსეთში გაიქცევაო. მე თუ მკითხავთ, მაგარი ქაჯური კამპანიაა და ყურადღებაც კი არ მიმიქცევია, მაგრამ როგორც ჩანს, ბიძინამ მიაქცია და გადაირია. ბიძინა გადაირიაო! წამოხტნენ
„ოცნების“ წევრები, ხელში განავლისმფრქვეველი ქვემეხები მოიმარჯვეს და დაუშვეს ხაზარაძეს.

ჰოდა, ასხამენ და ასხამენ გაუჩერებლად. როგორ გაბედა
ვინმემ ბელადს შეხებოდა! ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბიძნას სახელის აუგად ხსენება ასე მარტივად არავის შერჩება! „ოცნების“ სხვა ლიდერებზე რაც გინდატ ის თქვით, ბიძანასგან კი ხელები შორს! ბიძინა ხელშეუიხებელია! ხაზარაძემ კი ეს
დაივიწყა და საკადრისსაც მიიღებს!

ხაზარაძეს რომ აწი ვერაფერი გადაარჩებს, ცხადია, მე ახლა ყველაზე მეტად ის მაინტერესებს, როგორ იგეგმება „ოცნებაში“ ასეთი კამპანიაები. ჯერ ბიძინა აღშფოთდება, ეს რა მაკდრესო და „ოცნების“ ლიდერებს დააცხრება, რას მიკეთებთ, პასუხს რატომ არ სცემტო, თუ პატიის ლიდერშიპი თავდ იჩინს ინიციატივას: თქვენ არ ინერვიულოთ, ბატონო ბიძინა, აგერ ნახეთ, რა დღეში ჩავაგდებთ, მაგ გაქსუბეულ ბანკირსო (ან ვინმე სხვას, ვინც ბელადს შეეხება)?

ამ ყველაფრის რეალური შედეგი კი ისაა, მე რომ გოიმური მეგონა „ლელოს“ კამპანია, სკამაოდ შედეგიანი გამოდგა და აგერ ერთი კვირაა „ოცნების“წყალობით ტოპ თემებიდან არ ჩამოდიან. კარგად „აუწია მარკები“„ლელოს“ „ოცნებამ“. ხაზარაძის ადგილზე მე მხოლოდ მადლობას ვეტყოდი”- წერს მერაბ მეტრეველი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში უცხოელებისთვის სამუშაო უფლების მიღების წესი გამკაცრდება – რა იცვლება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში?
  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი
  • რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ირან-ისრაელის ომმა საქართველოზე? – ანალიტიკოსის პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge