,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ნარკოდამოკიდებულების პრობლემაზე წერს.
,,ჯოჯოხეთი ტრიალებს საქართველოში. ჩემი თაობა ნემსმა დაღუპა, ჩვენი შვილების თაობას ღუპავს მკვლელი ნარკოტიკი. მასშტაბი იმდენად დიდია, ამ ოდენობის ,,ამფეტამინის” შემოტანა საზღვარზე წარმოუდგენელია. საქმეში ჩახედული ადამიანები მეუბნებიან, რომ ნარკოტიკი საქართველოში მზადდება იატაკქვეშა ლაბორატორიებში! ძებნა უკვე დავიწყე!
თუ გაქვს ინფორმაცია, სად – მომწერეთ. ანონიმურობა გარანტირებულია. ბარიგობა უნდა გახდეს სამარცხვინო. ყველას მოგიკაკუნებთ კარზე პირადად და გამხელთ. ოზურგეთელი ბარიგას ,,ცალხელას” არსებობა მარტო მე ვიცი?! ქობულეთში ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში!
დაწამლა ხალხი. რამდენი მისამართიც უნდა გამოიცვალო, მაინც გიპოვი და მოგაკითხავ…
07:36-ის მერე ახალი ტავარი აღარ დადებულა ტელეგრამ არხებზე! სიკვდილის გამყიდველები უკვე ფრთხილობენ. სად ამზადებთ ამ საწამლავს, გიპოვით – გპირდებით” – წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.