Sunday, July 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ახალგაზრდა მამაკაცს სხეულზე ათობით დაზიანება ჰქონდა, ის ჯგუფურად მოკლეს, შემდეგ კი თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს”– ახალი დეტალები საზარელ დანაშაულზე

February 16, 2024
"ახალგაზრდა მამაკაცს სხეულზე ათობით დაზიანება ჰქონდა, ის ჯგუფურად მოკლეს, შემდეგ კი თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს"– ახალი დეტალები საზარელ დანაშაულზე

სამ სამხედრო მოსამსახურეს, რამაზ გოგიძეს, მიხეილ დოიჯაშვილსა და ზურაბ ვაშაგაშვილს, რომლებსაც გამოძიება შურისძიების მოტივით ჩადენილ უმძიმეს დანაშაულს ედავება, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის მტკიცებით, სამი მეგობარი ირაკლი აფრიამაშვილს ჯერ სასტიკად გაუსწორდა, შემდეგ კი პირადი ცხოვრების დეტალების გამჟღავნებით დააშინეს და დაემუქრნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულებისთვის ცნობილი გახდა, რომ ირაკლი აფრიამაშვილს მათი მეგობრის მეუღლესთან მიმოწერა ჰქონდა, რის გამოც შურისძიება გადაწყვიტეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ დაზარალებული შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, მოგვიანებით კი, გარდაცვლილი იპოვეს.

მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა სხდომა დახურა იმ მიზეზით, რომ საქმის მასალებში პირადი მიმოწერის ამსახველი ფაქტები დევს.

სამხედრო მოსამსახურეებმა დუმილი მოსამართლის წინაშე დაარღვიეს. თუმცა დანაშაული არცერთ მათგანს უღიარებია. ადვოკატი, დღეს, შეეცადა დაემტკიცებინა, რომ საქმეში დანაშაულის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ დევს.

რადიკალურად განსხვავებულია სახელმწიფო ბრალდების პოზიცია. პროკურორი დარწმუნებულია, რომ დაკავებულებმა უმძიმესი ჯგუფური დანაშაული ჩაიდინეს. დაზარალებულს, ქალთან მიმოწერის აღიარება აიძულეს და პირადი ინფორმაციის გამჟღავნებით, სამხედრო ნაწილში ამ ფაქტზე არაფორმალური რეაგირებით დაემუქრნენ.

ირაკლი აფრიამაშვილი ახაშენის ტყეში გარდაცვლილი 11 იანვარს იპოვეს. მშობელი ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს სხეულზე ათობით დაზიანება ჰქონდა, ის ჯგუფურად სცემეს, მოკლეს და თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს.

ოჯახის ვერსიას პასუხი სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაეცემა. მოსამართლემ სამივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე არსებითი განხილვები იწყება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არაფერი გჭამს ისე, როგორც ოჯახის მონატრება და იმის განცდა, რომ ისედაც შეზღუდული დროის მნიშვნელოვან ნაწილს ისინი შენს გარეშე ცხოვრობენ” – ზურა ჯაფარიძის წერილი, რომელიც მან 8 ივლისს, დედის გარდაცვალებამდე დაწერა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • „1 აგვისტოდან ამოქმედდება“ – დონალდ ტრამპის კიდევ ერთი ხმაურიანი გადაწყვეტილება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge