Thursday, July 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“წერილში მოყვანილია ბევრი ცრუ ინფორმაცია, რაც შეურაცჰყოფას აყენებს არამხოლოდ ლოპოტას, არამედ მის 400-ზე მეტ თანამსრომელს”- „ლოპოტა სპა რეზორტი”

February 16, 2024
“წერილში მოყვანილია ბევრი ცრუ ინფორმაცია, რაც შეურაცჰყოფას აყენებს არამხოლოდ ლოპოტას, არამედ მის 400-ზე მეტ თანამსრომელს”- „ლოპოტა სპა რეზორტი”

„ლოპოტა სპა რეზორტი” უარყოფს კომპანიის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს და მას კონტექსტიდან ამოვარდნილ ცრუ ინფორმაციას უწოდებს.

“გვსურს გამოვეხმაუროთ ლოპოტა სპა რეზორტის შესახებ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც მოყვანილმა დამახინჯებულმა ფაქტებმა სამწუხაროდ საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანა.
ლოპოტა დღემდე ემსახურება იმ იდეალებს, რომლითაც მისმა დამფუძნებელმა ის 2008 წელს შექმნა და მიუვალი ადგილი ქვეყნის ტურისტულ სახედ აქცია, სწორედ ადამიანებისა და ბუნების სიყვარულით.
წერილში მოყვანილია ბევრი კონტექსტიდან ამოვარდნილი ფაქტი და ცრუ ინფორმაცია, რაც შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ ლოპოტას, როგორც კომპანიას, არამედ მის ერთგულ 400-ზე მეტ თანამშრომელს, რომელთა დიდი ნაწილიც ჩვენთან 5, 10 და 15 წელი მუშაობს.
გვერწმუნეთ, არა თუ ასახსნელად, არამედ წარმოსადგენადაც რთულია, რაოდენ დიდი მორალური ზიანი მიაყენა თითოეულ თანამშრომელს ერთი ადამიანის, არაერთგზის, წლების წინ მომხდარი და მაშინვე რეაგირებული ფაქტის ამ დამახინჯებულმა ინტერპრეტაციამ.
აქვე აღვნიშნავთ, ცხოველების მიმართ კონკრეტული თანამშრომლის მიერ სასტიკი და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტის შესახებ მენეჯმენტის ინფორმირებისთანავე, ყველა პირდაპირ თუ ირიბად ჩართული მხარე იქნა სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებული. გარდა ამისა, გამკაცრდა კონტროლი და გაძლიერდა ვიდეო მეთვალყურეობა. გავრცელებული ვიდეო მასალა 2022 წლის მოვლენებს ასახავს, რის შესახებაც ჩვენმა გუნდმა მყისიერად მოახდინა საზოგადოების ინფორმირება.
სრული გამჭვირვალობისთვის ლოპოტას გუნდი ვაცხადებთ მზაობას მოვიწვიოთ როგორც ადამიანის უფლებებზე, ასევე ცხოველთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და ნათლად დავანახოთ საზოგადოებას ჩვენი დამოკიდებულება როგორც თანამშრომელთა, ასევე ლოპოტაზე ბინადარ ცხოველთა მიმართ”-წერია განცხარებაში

ლოპოტას განცხადებას წინ უძღლოვა ლოციალურ ქსელში გავრცეცლებული  ბრალდებები, რომლის მიხედვითაც  “კომპანიის მენეჯმენტი სტაფს “ბონუსს” უმატებს ტერიტორიაზე გამოჩენილი ძაღლების და კატების მოშორებაში. კონკრეტულად, რომ დაიჭირონ, რამდენიმე სოფლის იქით სადღაც გაუშვან და ფოტო გადაუღონ (!) მტკიცებულებისთვის. ძაღლებზე 20 ლარი, კატებზე – 40”

 ასევე, “ლოპოტა სპა რეზორტის” ყოფილი თანამშრომელი მარია კოზმანიშვილი სოციალურ ქსელში მძიმე შრომით პირობებზე საუბრობს და დამსაქმებლებს, ამ შემთხვევაში სასტუმრო „ლოპოტას”, სხვადასხვა სახის ბრალდებებს უყენებს – როგორებიცაა, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევა, აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური სამუშაო, არაადეკვატური ანაზღაურება და სხვა.

ის ასევე აღნიშნავს ცხენების არასათანადო მოპყრობის შესახებაც. ასევე, უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფაზე, რის შედეგადაც შესაძლოა დაშავებულიყო სასტუმროში დამსვენებელი სტუმარი.

კოზმანიშვილი აღწერს საჯინიბოში მუშაობის გამოცდილებაზე და იმაზეც, თუ როგორ დაშავდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რა დროსაც დაიზიანა ხერხემალი. ამის დასტურად ის „ავერსის კლინიკაში” ჩატარებულ ტომოგრაფიის პასუხსაც ავრცელებს.

„…ამასობაში ცხენი გამომეცალა ფეხებიდან და დავრჩი ხელით ამ ცხენის თოკზე. დავარტყი წელი და მოვიტეხე ხერხემლის მორჩები. თუ გგონიათ, რომ სასწრაფო გამომიძახეს, ცდებით – არა, რადგან მერე პოლიციაც მოვა და ლოპოტას სახელი გაუფუჭდება და ჯარიმას დაუწერენო. წამიყვანა ჩემმა მენეჯერმა რენტგენზე თელავში ჩემი შეყვარებულის მანქანით, სადაც მითხრეს, რომ ვითომ დაბეჟილობა იყო, სანამ არ გადავიღე ტომოგრაფია. იმისთვის, რომ სტუმარი არ მოკვდა და მე შევეწირე და საერთოდ მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალი ვარ და ტვინი იქ არ დავტოვე ან არ დავინვალიდდი, მითხრეს მადლობა, დააყოლეს – ძეგლი უნდა დაგიდგათო და ვსო”, – წერს ის.

„პირდაპირი მითითება მქონდა, რომ ცხენზე დამესვა ნებისმიერი ადამიანი. იცოდა – არ იცოდა, უყვარდა ცხენი, აგდებულად ექცეოდა, ჩემოდნიანად მოდიოდა ცხენზე დასაჯდომად, პატარა იყო და ტანს ვერ იჭერდა თუ ა.შ.. მთავარი იყო, მოეწერა ხელი ფურცელზე, სადაც ეწერა პირობები და მერე კისერსაც თუ მოიტეხდა, დიდი ამბავი. 5 წლამდე არ ვსვამდი არავის და შემდეგ ეს წესად შემოვაღებინე, მაგრამ მაინც სვამდნენ 3-4 წლის ბავშვებს, მაშინ, როცა 30-40 წლისები ტყაპა-ტყუპით ცვიოდნენ ცხენებიდან”, – იხსენებს კოზმანიშვილი.

„საჯინიბოში მქონდა ხელფასი 850 ლარი + ქირა 150 [ლარი] ანუ ეს ჩემი ტაქსებისთვის იყო განკუთვნილი, რომელიც მხოლოდ 15 დღეზე იყო გათვლილი და არა ოცდაათივე დღეზე, რასაც მე ვმუშაობდი და ბონუსი – ნავაჭრის 2%, რომელსაც ეჭრებოდა რაღაც 2×18%, რაც დღემდე ვერ გავიგე რა იყო და + საპენსიო. იყო მოთხოვნები, რომ 10-ის ნაცვლად 8-ზე მივსულიყავი და მაინც 6-მდე დავრჩენილიყავი, ან საერთოდ საჯინიბოში დავრჩენილიყავი და ეს, რა თქმა უნდა, არანაირი ზეგანაკვეთური, არა; უფასო. სამაგიეროდ მადლობას გეტყვიან და მარიამ, ყველა ხედავს როგორ შრომობ შენ. პირველად რომ ცხენის წიხლი მომხვდა, კოჭლობით, მაგრამ მაინც ვმუშაობდი, გაციებული ვიყავი – ვმუშაობდი, კვდებოდი თუ არა, უნდა გემუშავა, რა თქმა უნდა, ღია ცის ქვეშ, ზამთარში გამათბობელი ძლივს დავაყენებინე ცხენებისთვისაც…”, – წერს ის.

„არაა, ნარჩენებსაც არ ატანენ სტაფს. და მოხუცი ქალი, რომელსაც შვილიშვილებთან ნამცხვრები მიჰქონდა, რომელიც სამზარეულოდან გაატანეს, დაცვაში ერთმა „კაცმა” იყოჩაღა – იპარავსო და „მოპარვის” გამო გააგდეს!!!”, – წერს „ლოპოტას” ყოფილი თანამშრომელი.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბრიუსელში ქართველი მოსამართლეების სანქცირებას განიხილავენ”- “ფორმულა”
  • ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
  • ესპანეთის სასამართლომ კარლო ანჩელოტის ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge