ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილი ქუთაისში მომხდარ ავარიას გამოეხმაურა.
“ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ქუთაისში ორი ქვეითი ემსხვერპლა, ავტომობილების ერთმანეთთან შეჯიბრებამ გამოიწვია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ავტომობილების საჭესთან ახალგაზრდა ქალები ისხდნენ. სისწრაფეში შეჯიბრების დროს, ერთ-ერთი მათგანი ქვეითებს დაეჯახა, რის შემდეგაც მეორე მძღოლმა ვერ დაამუხრუჭა და ისიც მათ დაეჯახა”.
რატომ იყენებ სიტყვა “მკვლელებსო”? რამდენიმე დღის წინ შემომეკამათა ერთი და ახლა თქვენ გეკითხებით, ამას რა ქვია მაშინ? უბედური შემთხვევა? პრაქტიკულად ცნობილია ყველა ასეთი ადგილი, სადაც იმართება უკანონო შეჯიბრები, მაინტერესებს შსს-ს რა საგანგებო ზომები აქვს მიღებული?” – წერს მესხიშვილი.