“გადავწყვიტე პოლიტიკაში შევიდე. ეს გადაწყვეტილება ურყევია და შეცვლას არ ექვემდებარება” – ამის შესახებ ატივისტი და ბლოგერი დომენიკ მანგო წერს.
“გადავწყვიტე პოლიტიკაში შევიდე. ეს გადაწყვეტილება ურყევია და შეცვლას არ ექვემდებარება. მოვიხმობ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მყოფ ახალგაზრდებს (აუცილებლად მომწერეთ), რომლებიც ჩიხში არიან და გასაქანი არ ეძლევათ ჩვენს ქვეყანაში არსებული ვაკუუმის გამო საკუთარი ცოდნის და შემართების გამოყენების. ყველანაირი პოლიტიკური წარსულის გარეშე, მხოლოდ ახალი და ახალი ძალა უნდა გავაერთიანო. ნულოვანი დაფინანსების მქონე პოლიტიკური პარტიის შექმნას ვაპირებ, რომელიც არ იქნება რომელიმე ბიზნესმენზე ან სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული. ხალხის მიერ, მხარდაჭერების მიერ დაფინანსებული მოძრაობა იქნება, რომელიც შიგნიდან შეეცდება საყოველთაო პრობლემების მოგვარებას. ყველა მსურველს გავუღებ კარს და ყველა ადამიანს მიეცემა საშუალება, რომ თავისი აზრით თუ ნებისმიერი შესაძლებლობით, წვლილი შეიტანოს ამ ბრძოლაში. ახალგაზრდებს უნდა მიეცეს საშუალება საკუთარი სიტყვის თქმის და ცვლილებების მოხდენის. ამ წუთიდან ჩემი გონება, მთელი რესურსი და შემართება მხოლოდ იმაზე იქნება კონცენტრირებული, რომ რაც შეიძლება მალე შევქმნა პარტია და შევკრიბო ის ნათელი ძალა, რომელიც ქვეყანაში ახალ სიტყვას იტყვის და თავისი საქმით უკეთესობისკენ შეცვლის ერთის კი არა, არამედ ასეულობით ათასი ადამიანის ყოფას და მდგომარეობას. ეს არის პირობა და ასე იქნება”