16 თებერვალს მსახიობ ზურა ბერიკაშვილის დაბადების დღეა. მას 55 წელი შეუსრულდება.
ამასთან დაკავშირებით, მისი დისშვილი, ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ხვალ ჩემი ონავარი ბიძა 55 წლის გახდება! ბევრ დაბადების დღეს აღვნიშნავთ ერთად, აუცილებლად, გვიყვარხარ“, – წერს ანო მაისურაძე.
ცნობისთვის, მსახიობი ზურა ბერიკაშვილი ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ინფარქტის დიაგნოზით უგონო მდგომარეობაში რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში შეიყვანეს. ის ბუნებრივ კომაში იყო. ამჟამად, ზურა ბერიკაშვილი გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.