Thursday, July 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სისხლიანი დაპირისპირება გორის სკოლის მოსწავლეებს შორის – “იმხელა დაარტყეს, რომ ცხვირი გაუტეხეს“

February 15, 2024
შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს – მოზარდმა ცოტა ხნის წინ იმშობიარა

EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით გორის მეათე სკოლის მოსწავლეებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა.
ნაცემია მეცხრეკლასელი ბიჭი, რომელსაც დაზიანებები თანასკოლელმა სახის არეში მიაყენა. როგორც მოსწავლეებისგან ვიგებთ, ვითარება იმდენად მძიმე იყო, რომ ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამოძახება გახდა საჭირო.

“ჩემს თვალწინ დაასისხლიანეს ბავშვი! ღმერთო, ეს რა დაინახა ჩემმა თვალებმა, იმხელა დაარტყეს, რომ ცხვირი გაუტეხეს“ – ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე.
თვითმხილველის თქმით, თანასკოლელს იმის გამო სცემეს, რომ სკოლაში ქუჩური მენტალიტეტის არსებობის შესახებ ხმამაღლა მოყოლა გადაწყვიტა.

“იმიტომ სცემეს, რომ ამ ბიჭს ხშირად აბულინგებენ, სცემენ და დასცინიან. სკოლაში ქუჩური მენტალიტეტია. ამ ყველაფრისგან დაღლილმა ამაზე ხმამაღლა საუბარი გადაწყვიტა და კიდევ ერთხელ სცემეს. გინება, ყვირილი, ჩხუბი და ერთმანეთის ცემა აქ ყოველდღიურად ხდება. არავის აღარ უნდა ამ სკოლაში სიარული. ქუჩური მენტალიტეტის მოსწავლეები სწავლობენ. უნდა გვიშველოს ვინმემ”, – აცხადებს მოსწავლე.

“ამ სკოლაში მოსწავლეები ერთმანეთს თითქმის ყოველდღიურად სცემენ. იმიტომ, რომ ერთმანეთს ხშირად აგინებენ, აბულინგებენ და დასცინიან. ეს ხდება სკოლის შიგნითაც და გარეთაც. ეს ყველაფერი სკოლის დირექტორმაც და მასწავლებლებმაც იციან, თუმცა არაფერს აკეთებენ და ფაქტებს მალავენ“, – ამბობს სკოლის სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე.

“სასწრაფო და პოლიცია იყო მოსული. ექიმებმა ნაცემ ბიჭს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს ადგილზე. საშინელება იყო. ძალიან შემეცოდა, სისხლი სახიდან სდიოდა“ – თქვა კიდევ ამავე სკოლის მოსწავლემ.

მეათე საჯარო სკოლა არაა ის ერთადერთი დაწესებულება, სადაც მსგავსი ფაქტები ხდება. ბოლო პერიოდში გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ფაქტები გახშირებულია. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში კი ასე გვპასუხობენ: “სკოლაა, ბავშვები არიან და იჩხუბებენ, აბა, რას იზამენ. ეგრე ჩემი შვილებიც ჩხუბობენ“, – აცხადებს გორის რესურცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი.

ამგვარი დამოკიდებულება მიუღებელია მოსწავლეთა მშობლებისთვის. მათი თქმით, აუცილებელია, რესურსცენტრმა და სკოლების ადმინისტრაციებმა მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში ჩააყენონ.

მათივე თქმით, სკოლებში დღეს განუკითხაობაა და ამაზე პასუხისმგებლობას ყველა თავიდან იცილებს.

“საგანმანათლებლო რესურცენტრი რას აკეთებს, როცა სკოლებში ბავშვებს სცემენ? ან სკოლის დირექტორები? აშკარად იკვეთება ყველა მათგანის უპასუხისმგებლობა, რადგან სულ გვესმის, რომ ბავშვები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ და იმაზე არავინ საუბრობს, თუ როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა“ – აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.

გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მომხდარი ინციდენტების ნაწილზე პოლიციას მოკვლევა აქვს დაწყებული. ხოლო რაც შეეხება მეათე სკოლის დღევანდელ ინციდენტს, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბრიუსელში ქართველი მოსამართლეების სანქცირებას განიხილავენ”- “ფორმულა”
  • ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
  • ესპანეთის სასამართლომ კარლო ანჩელოტის ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge