“იმედი მაქვს, ერთხელაც ეს დღე (ვალენტინობა) ისევ შეიძენს ჩემთვის მნიშვნელობას… სიყვარულის დღე“ – ამის შესახებ რადას დეპუტატი ლიზა იასკო “ინსტაგრამზე“ წერს.
ლიზა იასკოს და მიხეილ სააკაშვილის რომანის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ 2020 წელს გახდა, ხოლო 2023 წლის ზაფხულში იასკომ განაცხადა, რომ მას შვილი მიხეილ სააკაშვილისგან შეეძინა. გოგონას ფოტო მედიაში არ გავრცელებულა. როგორც მედია წერს, სააკაშვილის ახლობლებსაც კი არ უნახავთ ბავშვი.
“არც მე და არც დედაჩემს არ გვინახავს მიშასა და ლიზა იასკოს ქალიშვილი ჟასმინი. ვიცით, რომ გოგონა 2022 წლის გაზაფხულზე დაიბადა”, – განუცხადა სააკაშვილის ძმამ, დავითმა, ინფორმატორს.
თუმცა მოგვიანებით წყვილი დაშორდა. როგორც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გაავრცელა, მისი მომავალი მხოლოდ სოფო ნიჟარაძეს უკავშირდება:
“ყველანაირი ბინძური ჭორის გასაფანტად, ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას” – წერს სააკაშვილი.