ლევან სებისკვერაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს:
“რამდენიმე რჩევა იტალიაში წასვლის მსურველთათვის
ევროპაში ცოტა გამოთბა თუ არა, ქართული წარმოების სულით მდიდარი ხალხა ისევ შეესია იტალიას. მათ განსაკუთრებით კამპანიის რეგიონში დალანდავთ. სასურველია იცოდეთ ვინ არის ეს ხალხი, რა საფრთხე გელით და როგორ უნდა აირიდოთ თავიდან.
საფრთხის შემცველთა დამახასიათებელი ნიშნები:
აქაოდა იტალიაში ვართო და სხვაზე ნაკლები ხმაური არც ჩვენ შეგვიძლიაო, ყველგან დადიან წივილ-კივილით და ჟრიამულით. განსაკუთრებით მაშინ თუ ბევრნი არიან და იმედი აქვთ რომ ეს სიბევრე გადაარჩენთ დამსახურებულ გაძუყვნას.
არ იციან არაფერი ამ ქვეყანაზე გარდა ყოველ ხუთ წუთში “კვარაა”, “კვარადონაა” და “კვარავაჯოს” დებილური ძახილისა.
შეაზიზღეს თავი ნეაპოლელებსაც, კამპანიელებსაც, ლომბარდიელებსაც, ტოსკანელებსაც, პიემონტელებსაც და ზოგადად იტალიური ფეხბურთის გულშემატკივრებს, რადგან არიან უცნაური ქვეყნიდან ჩასული ჩვეულებრივი სექტა, რომლებსაც ფეხბურთის არაფერი გაეგებათ და უბრალოდ მომართულნი არიან ყველგან ორი-სამი სიტყვის საყვირლად “კვარა გრანდეე”, “აფხაზია ენდ სოუთ ოსეთია იზ ჯორჯია” და მისთანანი…
ჩანთაზე ჩამოსაკიდი ბრელოკივით სულ თან დაატარებენ მღვდლებს, რომლებიც ნაპოლის საშინაო თამაშებზე აქეთ-იქით ასხურებენ სოფელ გაღმაგორას სერაპიონ ოდნავ მოხრილის სახელობის ტაძრიდან წაღებულ აიაზმას და ყველას არწმუნებენ, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში რელიგიური ფანატიზმი დიახაც რომ ზიმზიმებს!
თან დაჰყავთ ღორის მუცლის ქონით კარგად ნაკვები აილტონა ბავშვები, რომლებსაც ხელში უჭირავთ ჩონგური, ფანდური, ჭიანური, გუდასტვირი ან რიამე მსგავსი საზარელი ხმის გამომცემი ერრრროვნული, საკრავი და როდესაც ნეაპოლს უდრტვინველად სძინავს, ემანუელ მეორეს მოედანზე ან სადმე ცენტრში სწორედ მაშინ იწყებენ კივილს “აყვავებუუულა არაგვზე დეკაა”, ან “ჩამოვუქროლებ დედიჩემისას”, ან “სამშობლო, ლამაზო, სამშობლო მთიანოო”…
ყველას ხელში უჭირავს ჯოხზე წამოცმული ტელეფონები, რომლის წინაც პირის წკლაპუნით ჭამენ პიცას, პასტას და “კაია კაიო” მალიმალ იმეორებენ.
თუკი პომპეიში წაუცდათ ფეხი, იმანჭებიან, აქ, ამ ნანგრევებში რამ მოგვიყვანაო და ცხვირიდან ბუშტებს დარიანად ბერავენ.
თუკი ასეთ არსებებს შეხვდებით, გირჩევთ მოერიდოთ, არ გამოელაპარაკოთ და განსაკუთრებით ფეხბურთზე არ კითხოთ არაფერი, თორემ აუცილებლად გეცემინებათ და სულ ტყუილად ჩაიშხამებთ იტალიაში ყოფნის ბედნიერ დღეებს.
უფალი თქვენსკენ!- წერს სებისკვერაძე