ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს გარკვეული ნიშნები, საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე, ერთმანეთს შესანიშნავად ეწყობიან და მათ შორის ყოველთვის ჰარმონიული სასიყვარულო ურთიერთობაა. ამავდროულად, დაასახელეს 4 წყვილი, რომლებიც ერთმანეთს შესანიშნავად უგებენ და ცხოვრებაში ძლიერ კავშირს ქმნიან:
1. ვერძი და მერწყული
თავსებადობა: 100%
ისინი ერთად არასოდეს მოიწყენენ. ეს ფაქტორი კი მათ კავშირს ძალიან საინტერესოს და სიცოცხლისუნარიანს ხდის. როგორც წესი, ქორწილიდან მრავალი ათწლეულის შემდეგაც კი არაფერი იცვლება. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შეუძლიათ საკმაოდ ჰარმონიულად შექმნან ერთობლივი ოჯახური ბიზნესი და ამავდროულად, არც პირად ურთიერთობას მოაკლონ ყურადღება.
2. კურო და კირჩხიბი
თავსებადობა: 93%
ისინი ერთმანეთს სერიოზულად აღიქვამენ და სურვილებისა თუ მოთხოვნილებების შესახებ შესანიშნავად ესმით. კუროსა და კირჩხიბს შეუძლიათ, მჭიდრო ფიზიკური და ემოციური კავშირით იამაყონ. ორი მეოჯახე, საოცრად მგრძნობიარე და გულწრფელი ნიშანი ერთმანეთს შესანიშნავად უგებს და მყარ კავშირსაც ქმნის.
3. ტყუპები და თხის რქა
თავსებადობა: 97%
ამ ნიშნებს ფენომენალური სულიერი კავშირი აქვთ, რომლის დახმარებითაც ერთმანეთს შორიდან იზიდავენ. შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრიდან მალევე აცნობიერებენ, რომ ერთმანეთის შესანიშნავად ესმით და იმდენი საერთო ინტერესი და ღირებულება აქვთ, რომ ერთად საინტერესო ცხოვრებას შექმნიან.
4. კირჩხიბი და თევზები
თავსებადობა: 90%
ორი ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ნიშანი, როგორც წესი, მყარ, საიმედო და ბედნიერ კავშირს ქმნის. ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, უთქმელად ესმით დარდისა და სიხარულის შესახებ, შეუძლიათ, ერთმანეთის სასარგებლოდ რაღაცები დათმონ და პატივისცემა გამოხატონ.