აქტივისტი ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
,,დმი-ს მენიუზე:
ყველაზე უფრო მენატრებოდა დილას კარგი პრეს ყავა და ერბოკვერცხი.
იქ რო “პერედაჩები” არ იყოს, მძიმედ დაავადებული გამოხვალ თუნდაც 5 დღიანი ასეთი კვების გამო.
ნუ “პერედაჩების” მოწოდება ცალკე მეცნიერებაა, რა გაივლის ცენზურას და რა არა.
მომზადებული სადილები კონტეინერში – არა.
ხაჭაპურებს ჭყლეტენ თითებით, შიგნით დანა ან რამე არ იყოს ჩამალული. ავოკადო, ტყლაპი, ჩირები არ შემოუშვეს 

დმი-ს მენიუდან ყველაფერი გავსინჯე. სულ 3 კერძია, მთელი წელი, ყოველდღე და სხვა არაფერი.
-რუსული წარმოების სწრაფი სუპი (დორშირაკი თუ რაღაც)
-სააააშინელი, ჩაქონილი ტუშონკა ჯამში. ყოველგვარი საკმაზის და ბოსტნეულის გარეშე. გაცხელებული მოაქვთ.
-ე. წ. პაშტეტიო, არადა ცივ და ჩანგლით დაჭყლეტილ ტუშონკას გავდა, ქონი მეტი იყო, ვიდრე “ხორცი”
ამ ყველაფერს ახლავს მთელი ბუხანკა პური.
და 1 ჭიქა ჩაი დღეში. არანაირი ყავა. და მარტო ჩაი მინდოდა ამათგან, მაგრამ 1 ჭიქაზე მეტი არ გეკუთვნის დღეშიო.
პ. ს. ვეგეტერიანელებს რას თავაზობთთქო (სპეციალურად არ ვკითხე მარხვაზე) და სუპს, მაგრამ ფხვნილებს არ ვყრითო
შემდეგ პოსტს დავდებ ტუალეტზე”-წერს ფერაძე