მწერალი და პოეტი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყბეს.
“თუ მენატრები, მე ვწვები და ღრმად ვხუჭავ თვალებს,
ეს ერთადერთი გზაღა დამრჩა შენი დანახვის
და ვხედავ სიზმრად ახდენილი ცხადის ნაკვალევს
– ნაცრად ქცეული ოცნებების ნაცნობ სამარხებს.
ეს სამარხები უკვე ისე შინაურია,
აღარც ვკითხულობ სამარხებზე დახრილ წარწერებს,
ვცნობ და გვერდს ვუვლი, ვისაც ამ გზით ერთხელ უვლია,
დამიდასტურებს ამ სავალის მანძილს გაწელილს.
შენ იცი, რომ მე ვეღარ ვზიდავ ხვალ დარდს ამოდენს,
რომ ისევ ფუჭად დავიხალე სიტყვის მჭიდები,
რომ მიტოვებულ სიყვარულზე ხავსი ამოდის,
რომ ხავსი ფარავს,
მე ვდგავარ და ხავსს ვეჭიდები.
ხანდახან ღამე არ მეტევა, კისერში მიჭერს –
მკვდარი ფიქრების შეჭამადით ისე გავსუქდი
და ფრჩხილებს ვიჭამ სიმწრისგან, დარდს ვმუჭავ მუჭით
და ნაძალადევ გადარჩენას სიმოკლეს ვუქებ.
მე მივეჩვიე, რომ დრო ახლა თოვლივით ქრება
და ხან საათი შენი ნახვის წუთს მომაჩვენებს
და მოლოდინის სიგრძისაგან ისე მშივდება,
რომ სიყვარულის შემონახულ შევჭამ ნარჩენებს.
ხმამაღლა მესმის, როცა ჩემთან შენ აღარ რეკავ,
ეს ხმა მაყრუებს და ყრუ უჯრებს ვუზომავ კლიტეს –
ისე წახვედი, არ დატოვე წერილიც ჩემთან,
წერილი მაინც რომ წავიღო ანუ წავიდე.
#ახალისიმღერები
-მკვდარი სიყვარულის სიმღერა”-წერს კეკელიძე