“ნიკა გვარამია იყო „ნაციონალურიმოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტი. მიშას გამო მიტინგზე ტიროდა ბოლოს და ბოლოს. მე უბრალოდ არ მგონია, რომ ამ ქვეყანაში არის ადამიანი, რომელიც დაიჯერებს, რომ გვარამია „ნაცი“ არ არის”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
„პირიქით, მგონია, რომ საუკეთესო ტაქტიკა იქნებოდა დაემტკიცებინა, რომ ის უფრო „ნაცია“, ვიდრე მაგალითად ხაბეიშვილი. იმის მტკიცება, რომ ისინი „ნაცები“ არ არიან და იმ ელექტორატზე მუშაობენ, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა არ მოსწონს არ არის დამაჯერებელი.
შეიძლება ასეთი უცნაური ხალხი, ვინც ამას დაიჯერებს, ჩვენს ქვეყანაში არსებობს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ბევრია“, – აცხადებს რაქვიაშვილი.