მომღერლის, ტელეწამყვანის, ლელა წურწუმიას გადაცემას – „მხოლოდ ლელასთან“ – მარინა ბერიძე და მისი შვილიშვილი, ქეთო ედიბერიძე, ესტუმრნენ.
ლელა წურწუმიას დასმულ კითხვაზე – 3 რამ, რაც აღიზიანებთ ყველაზე მეტად – მათ ასე უპასუხეს:
ქეთო: ტყუილი და დაგვიანება. საკმაოდ ლაღი ადამიანი ვარ და ადვილად არ ვღიზიანდები.
მარინა: სასაცილო რამეს გეტყვი, არაფერი აღარ მაღიზიანებს. ძალიან კარგად მიცნობ, მაგიჟებს არაპროფესიონალიზმი და უხარისხობა. არაგულწრფელობა და პროფესიული ტყუილი. კარგად ვცხოვრობ, დიალოგში ვარ ტელევიზორთან.