Saturday, June 7, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„დიდი მადლობა, რომ ინფექციონისტების დასაქმებაზე ზრუნავთ და ამდენი დაზიანებული მილის წყალობით, პაციენტები მუდმივად ჰყავთ“ – მაია ბუწაშვილი

February 13, 2024
„დიდი მადლობა, რომ ინფექციონისტების დასაქმებაზე ზრუნავთ და ამდენი დაზიანებული მილის წყალობით, პაციენტები მუდმივად ჰყავთ“ –  მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

ის თილისის მერიასა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მიმართავს.

„თბილისის მერია / Tbilisi City Hall
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power

ბევრ ადამიანს აწუხებს დიარეა. დიარეული დაავადებების გამომწვევ მიკრობებს შორის დიდი ნაწილი წყლით გადაეცემა, რაშიც დაზიანებული კანალიზაციის თუ სასმელი წყლის მილების როლი ძალიან დიდია. ეს კი, დამეთანხმებით, მრავლად არის ჩვენს ქალაქში. წყლით შეიძლება გადაეცეს ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები (შიგელა, ჯიარდია, ეშერიხია, კრიპტოსპორიდია, ნოროვირუსი და კიდევ მრავალი სხვა).
დიდი მადლობა ქალაქის მერიას და GWP-ს, რომ ინფექციონისტების დასაქმებაზე ზრუნავთ და ამდენი დაზიანებული მილის წყალობით პაციენტები მუდმივად ყავთ. ეს ცუდი იომორი იქით იყოს და წარმოიდგინეთ, რამხელა რისკს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას ფოტოზე და ვიდეოზე წარმოდგენილი ანტისანიტარია. ეს ჩემს ქუჩაზე ხდება, დიდ დიღომში, სადაც კვირების წინ საშინლად გადათხარეს ქუჩა, ისე, რომ გავლა შეუძლებელია მანქანითაც და ფეხითაც. ამას დაემატა ის, რომ მილი დააზიანეს და ტბა წარმოიქმნა, სადაც მოჩუხჩუხებს წყალი, რომელიც არ ვიცით, სასმელი წყალია თუ კანალიზაცია, თუმცა ორივე კატასტროფაა. აქვე უნდა ითქვას, რომ სულ ორიოდე თვის წინ ზუსტად აქ გამოცვალეს მილები, რასაც რამდენიმე კვირა დაჭირდა და ამ პერიოდში წყლის მიწოდება ხშირად იზღუდებოდა.
გასაგებია, რომ ქუჩის გადათხრა კარგ მიზანს ისახავს – ასფალტის დაგებას, მაგრამ ხომ შეიძლება ეს ისე დაიგეგმოს, რომ გადათხრის შემდეგ კვირაობით არ იყოს ასე მიტოვებული, მითუმეტეს მილის დაზიანების შემთხვევაში და რაღაც თანმიმდევრულობა იყოს დაცული, რომ ადამიანებს ჯოჯოხეთად არ ექცეთ სახლში შესვლა და გამოსვლა და ჯანმრთელობის რისკი არ შეექმნათ“, – წერს ის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსთავში 45 წლის კაცმა კოსმეტიკური საშუალებები მოიპარა
  • დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • “დასკვნას ველოდებით“- ხაშურში მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge