ვოგის ჰოლანდიურმა გამოცემამ 2024 წლის მარტის ნომრის გარეკანი გამოაქვეყნა, რომელსაც ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი ამშვენებს. გამოცემამ მარტის ნომრისთვის 4 მოდელი შეარჩია, რომლებიც ოთხ დიდ ქალაქს წარმოადგენენ: ნიუ-იორკი, ლონდონი, მილანი და პარიზი.
მატილდა გარეკანზე ნიუ-იორკშია გადაღებული და კელვინ კლაინის, საკულტო ამერიკული ბრენდის, კოლექცია ამშვენებს. აღსანიშნავია, რომ გვარლიანს კელვინ კლაინთან თანამშრომლობს და ბრენდის კოლექციებს ხშირად უწევს რეკლამას.
გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია ჟურნალ ვოგის გარეკანზე.