Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი, მოდის დიზაინერი, წარმოშობით ქართველი დემნა გვასალია პირველ სუნამოზე მუშაობს, რომელიც დიზაინერის განცხადებით, ყველასგან განსხვავებული იქნება.
“სუნამოს არ ექნება სურნელი ისეთი, როგორიც ხალხს წარმოუდგენია“ – ამბობს დიზაინერი.
გვასალიას პარფიუმერიის ხაზი 2025 წლის პირველ ნახევარში გამოვა. მომავალი ბრენდის სახელი ჯერჯერობით უცნობია.