ყოფილი პარლამენტარი, მეგი გოცირიძე, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
“მემორი!
დიდი უაზრობაა, როგორც ტექსტობრივი, ასევე არსობრივი, მიხეილ სააკაშვილის ტიპის პოლიტიკოსზე თქვა, რომ მას ვერ ხედავ ქართულ პოლიტიკაში.
ამის განმცხადებელი , ტყლარჭვის მიუხედავად, პოლიტიკურად არის ბნელი და წარმოდგენა არ აქვს ზოგადად პოლიტიკაზე.
კაცს, რომელიც პუტინის ტყვეობაშია ქართულ ციხეში, კაცს – რომელსაც ჰყავს ყველაზე მრავალრიცხოვანი მხარდამჭერი, არის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი , ვერ ხედავდე პოლიტიკაში, ნიშნავს მას, რომ პოლიტიკურად ბეცი ხარ.
რაც შეეხება არსობრივ უაზრობას, მდგომარეობს იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილსა და მის პარტიას, რომელსაც ასიათასობით მხარდამჭერი ჰყავს, სწორედ ეს მხარდამჭერები აძლევენ მანდატს, რომ იყოს პოლიტიკაში და არა სხვა პარტიის რიგითი წარმომადგენელი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს პოლიტიკაზე და არის საშუალო რანგის “ენჯეოშნიკი”, როგორებიც არიან ანა ნაცვლიშვილები, დავით უსუფაშვილ, თინა ხიდაშლები, თამარა ჩერგოები და ა.შ….
უსუფაშვილი რომ ვერ ხედავს
მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში, აჩვენებს მის პოლიტიკურ სიბნელესა და სიბრმავეს!
ვერ ხედავ კაცს პოლიტიკაში, როდესაც მისმა პარტიამ 600 000 ხმა აიღო საქართველოში, უკრაინაში “მოქმედი ” მაღალჩინოსანია და მთელი მსოფლიო ფეხზე დგას მის გამოსახსნელად?! მოდი, ჯერ შენმა პარტია ” ლელო”-ომ აიღოს თუნდაც იმდენი ხმა, რაც მაგ. მხოლოდ ერთ რეგიონში-აჭარაში გაუბათილეს მიშას პარტიას და მერე ვისაუბროთ ვის ხედავ პოლიტიკაში და ვის არა…
პ.ს.სინამდვილეში , ივანიშვილის მსგავსად , ყველას გეშინიათ და გეშინოდათ სააკაშვილთან კონკურენციის და სწორედ ამიტომ დაიბრმავეთ თვალები და ამიტომ ყვიროდით ბოლო ხმაზე არა მიშასო და იმიტომ ვერ ხედავთ მიშას დონის, წონისა და კალიბრის პოლიტიკოსს – პოლიტიკაში!
მიშა გადარჩება, მიშას სხეულიდან იმ შხამებს გამოდევნიან, რითაც პუტლერმა მოწამლა მანქურთი ქართველების ხელით , უკრაინაც გაიმარჯვებს და იქედან შევა ჯერ განთავისუფლებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ჩვენი მიშა, და მერე, იქედან ჩავა თავის საყვარელ ყვარელში საკუთარი ღვინით, გამთლიანებული საქართველოსა და უკრაინის სადღეგრძელოს დასალევად💙🇬🇪💛 მიშას სიცოცხლესა და მიშას გამარჯვებას გაუმარჯოს🥂 გამთლიანებულ უკრაინასა და საქართველოს გაუმარჯოს!
#ყოფილიქოციარარსებობს-წერს გოცირიძე