აქტივისტი და ბლოგერი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“არიან ქრისტიანები, მაგრამ – არ იციან რა არის ქრისტიანობა.
ეთაყვანებიან მღვდლებს, მაგრამ – ღმერთი გვერდზე რჩებათ.
მდიდრდება მღვდლები, მაგრამ – ქრისტე შილიფი რჩება.
მართლმადიდებელს უწოდებენ თავს, მაგრამ – არ ეძებენ სიმართლეს სახარებაში.
ითხოვენ გადარჩენას, მაგრამ – თავადვე არიან მკვლელები.
სხვის დასანახად ლოცულობენ, მაგრამ – არაა მათთვის ხსნა.
მღვდლის დასანახად ინანებენ, მაგრამ – მათი ფიქრი ღვთისგან შორსაა.
იწერენ პირჯვარს, მაგრამ – ერთხელაც არ უგრძვნიათ ამ ჯვრის სიმძიმე.
გულზე ატარებენ ჯვრებს, მაგრამ – გულში ჯვარი არააქვთ.
იცავენ მარხვებს, მაგრამ – მხოლოდ კუჭის საშიმშილებლად.
კუჭის შიმშილით ცდილობენ რწმენას, მაგრამ – ღმერთი არ იგებს ამას.
სინდისს გვახსენებენ, მაგრამ – მათი სინდისი აღარც მეტყველებს.
ოქროს ჩარჩოებს არჩევენ, მაგრამ – ქრისტეს ოქრო არა სურს.
მსხვერპლს წირავენ ღმერთს, მაგრამ – ის ამბობს; მსხვერპლი არა, მოწყალება მსურს.
მანგო”