ერთ-ერთ ფოტოზე ლინდა შიშველ სხეულზე ჯინსის ქურთუკშია გადაღებული, მასზე ორმაგი მასტექტომიის შემდეგ დარჩენილ ნაწიბურები ჩანს.
90-იანი წლების სუპერმოდელმა გასულ წელს განაცხადა, ბოლო 5 წლის განმავლობაში ძუძუს კიბოს დიაგნოზი ორჯერ დაუსვეს.
გამოცემასთან საუბარში მოდელმა აღიარა, რომ ბოლო დრომდე არც კი ეჭვობდა, რომ სამოდელო კარიერას დაუბრუნდებოდა. შეგახსენებთ, რომ ლინდამ კვლავ დაიწყო მსახიობობა კარიერაში ხუთწლიანი შესვენების შემდეგ, რადგან CoolSculpting-ის წარუმატებელი პროცედურისა და მკერდის კიბოსთან ბრძოლის შედეგად გამოწვეულ დეპრესიას ებრძოდა. გააგრძელეთ კითხვა
“ცალი ფეხით სამარეში ვარ, თუმცა მაინც არ ვჩერდები და ცხოვრებით ტკბობას ვაგრძელებ. როდესაც ეს დიაგნოზი დამისვეს, ოპერაციას იმ წამსვე დავთანხმდი, მე არ მინდოდა ამ დიაგნოზით სიკვდილი. როდესაც ძუძუს კიბოს დიაგნოზი მეორედ დამისვეს, ექიმს ვუთხარი, რომ ყველაფერი ამოეკვეთათ, არ მანაღვლებდა ესთეტიკური მხარე“, – აცხადებდა იმჟამად მოდელი.
ცნობისთვის, ძუძუს კიბოს პირველი დიაგნოზი მოდელს 2018 წელს დაუსვეს, ხოლო მეორედ ლინდამ ოპერაცია 2022 წლის ზაფხულში გაიკეთა.