Tuesday, September 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მუნიციპალიტეტებში ტაქსით მგზავრთა გადაყვანისთვის მძღოლებს ნებართვის აღება მოუწევთ – რას გულისხმობს კანონპროექტი

February 9, 2024
მუნიციპალიტეტებში ტაქსით მგზავრთა გადაყვანისთვის მძღოლებს ნებართვის აღება მოუწევთ – რას გულისხმობს კანონპროექტი

პარლამენტს წარედგინა ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით, M1 კატეგორიის  ტაქსით მგზავრთა გადაყვანისთვის ნებართვა იქნება საჭირო.

საქმიანობაზე ნებართვა არანაკლებ ერთი წლის ვადით გაიცემა. ნებართვის გაცემის უფლებამოსილება კი მუნიციპალიტეტის მერს ან მის მიერ უფლებამოსილ მერიის სტრუქტურულ ერთეულს ენიჭება. ნებართვის მოქმედების ვადებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო განსაზღვრავს.

ცვლილებებით, იგეგმება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმების შემოღება.

ამასთან, ნებართვის გარეშე პროექტის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით −  M1 კატეგორიის ტაქსით გადაყვანა  გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით −  M1 კატეგორიის ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

მუნიციპალიტეტებს 2025 წლის 1 ივნისამდე ეძლევათ ვადა, რომ უზრუნველყონ მსუბუქი ავტომობილით − M1 კატეგორიის ტაქსით გადაყვანის ნებართვის მფლობელთა შესახებ მონაცემების ერთიან საინფორმაციო ბაზაში ასახვა, რომლის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესს მთავრობა 2025 წლის 1 იანვრამდე განსაზღვრავს.

საკანონმდებლო პაკეტი ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  • წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება – გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 სექტემრის ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
  • ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ქუთაისში ექიმები და პოლიციელები სცემეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge