Thursday, July 31, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

განათლების და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

February 9, 2024
განათლების და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

განათლების და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის შერჩევასთან დაკავშირებით და საზოგადოებას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია აღნიშნული საკითხის შესახებ.

მოგეხსენებათ, 2024 წლის პირველი იანვრიდან ახალგაზრდობის სააგენტოს უფლებამოსილება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან გადაეცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. შესაბამისად, საგრანტო კონკურსის „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ ხელახლა გამოსაცხადებლად, საჭიროა საგრანტო დებულების და კომისიის მიერ კანდიდატთა შეფასების კრიტერიუმების დამტკიცება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით.

გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით. საგრანტო კონკურსის გამოცხადება იგეგმება მიმდინარე წლის თებერვალში. განაცხადების მიღების ვადად განსაზღვრულია 14 კალენდარული დღე, რის შემდეგაც დაიწყება კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპი. ამასთან, კონკურსის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგეგმება საგრანტო დაფინანსების ზრდა, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის მანდატის გაძლიერებას.

აღსანიშნავია, რომ საგრანტო კონკურსის კომისია დაკომპლექტებული იქნება კომპეტენტური, კვალიფიციური წევრებისაგან. მათ შორის, იქნებიან: გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის და სხვა.

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს
  • ქმარმა ცოლი სანადირო თოფით მოკლა – რა მოხდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში
  • ვაკეში მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის საქმე გადაკვალიფიცირდა – ადვოკატი ახალ დეტალებზე საუბრობს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge