ცის დამპყრობლები საუკუნების წინაც გმირებად ითვლებოდნენ, როდესაც ჯერ საჰაერო ბუშტებით, შემდეგ დირიჟაბლებით, თვითმფრინავებით შვეულმფრენებითა და კოსმოსური ხომალდებით აიჭრებოდნენ ჰაერში და ფრენის მთელ სიხარულს თავადაც იგემებდნენ და მგზავრებსაც გააზიარებდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული და ასე რჩება დღესაც…… რაც დღევანდელმა დიდმა ტრაგედიამაც დაგვიდასტურა-თითქოს არ გვეყოფოდა ის საშინელება, რაც სტიქიამ აჭარასა და ბაღადათის რაიონში დაატრიალა, როდესაც მეწყერმა ამდენი ადამიანი იმსხვერპლა, რომ 7 თებერვალს კიდევ ერთი ძალიან ცუდი ამბავი შეიტყო სრულიად საქართველომ – ფოთიდან კახეთისკენ გაფრენილი საჰაერო ბუშტი ასურეთთან მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს წამოეგო, ცეცხლი გაუჩნდა და მასში მსხდომი სამი ადამიანი ასე ტრაგიკულად დაიღუპა…
არადა, დილიდან სოციალური ქსელებით ვრცელდებოდა საინტერესო და ამასთან სასიხარულო ინფორმაცია-ქართველი და პოლონელი “ცისმფრენები”- რევაზ უთურგაური და კშიშტოფ ზააპარტი ერთ მგზავრთან, “იმედის“ ტელევიზიის ოპერატორთან მიშო ბიძინაშვილთან ერთად საჰაერო ბუშტით, რომელსაც საქართველოს ხუთჯვრიანი და პოლონეთის ორფერიანი დროშები ამშვენებდა, ფოთის სტადიონიდან აფრინდნენ და გეზი აღმოსავლეთ საქართველოსკენ აიღეს, ეს სატესტო ფრენა უნდა ყოფილიყო, რის შემდეგადაც იგივე ეკიპაჟი უკვე შორს, სარეკორდო გადაფრენას გეგმავდა…
საჰაერო ბუშტის ფრენის ასეთი მარშრუტი სრულად გასაგები გახლდათ, რადგან იმ საათებში 30-50 კმ/სთ სიჩქარის ქარი სწორედ ჩრდილო-დასავლეთის იყო, რომელსაც ეს საჰაერო ბუშტი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ უნდა გამოეფრინა… ასეც მოხდა, ბაკურიანის თავზე, შედარებით დაბალ სიმაღლეზე დაფიქსირებული იქნა ეს საჰაერო ბუშტი, რის შემდეგაც ეტყობა მალევე მოხდა კატასტროფა-საჰაერო ბუშტმა სიმაღლე დაკარგა, დაბლა ჩამოეშვა და წამოედო მაღალი ძაბვის სადენებს ასურეთთან… კითხვა განაგრძეთ ბმულზე