Thursday, July 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ამიტომ არის ამხელა იმედგაცრუება, ამიტომ გაექცა ბევრი უპერსპექტივობას სხვა ქვეყანაში…” – რას წერს ნინო ლომჯარია

February 9, 2024
“ამიტომ არის ამხელა იმედგაცრუება, ამიტომ გაექცა ბევრი უპერსპექტივობას სხვა ქვეყანაში…” – რას წერს ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი და „საქართველოს ეროვნული ორბიტის“ დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში საჯარო სამსახურებთან დაკავშირებით პოსტს წერს:

“ორი სიტყვა მინდა საჯარო სამსახურზე დავწერო:
1. ჩვენ ვართ პროგრესისკენ მიდრეკილი ხალხი. გვაქვს მოთხოვნილება ვიყოთ საუკეთესოები ყველა სფეროში, გვაქვს სიახლეების სწრაფად ათვისების, გამორჩეულად ყოფნის მისწრაფება;
2. საჯარო თუ კერძო სექტორი უდიდესი ენთუზიაზმით იტაცებს ინოვაციებს და როდესაც ამას ემატება ხელმძღვანელის მხრიდან დაკვეთა, საოცარი სინერგია იქმნება. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როგორი მოტივაციით მუშაობდნენ საჯარო მოხელეები და რამხელა შთაბეჭდილებას და აღფრთოვანებას იწვევდა ეს რეფორმები თუ ინოვაციური პროექტები საერთაშორისო წრეებში;
3. წლებია, რაც საჯარო სამსახურში არც ერთ სფეროში არ ყოფილა ამბიციური, პროგრესული პროექტების განხორციელების ინიციატივები; რეფორმები ჩაააცვლა უღიმღამობამ, არაფრით გამორჩეულობამ ან პარტიის საარჩევნო ბეღელად ყოფნამ. თანამდებობებზეც აღნიშული კრიტერიუმებით ირჩევიან და ინიშნებიან. დიდი ხანია, არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ უამაყია, რომ ის ან მის მიერ განხორციელებული რეფორმა საერთაშორისო ასპარეზზე გამორჩეულად აღიარეს, სხვა ქვეყნებისთვის მაგალითად აქციეს. ქართული ოცნების პირობებშიც კი ჰქონდა ამას ადგილი, მე თავად ვიყავი სხვადასხვა საჯარო სამსახურის საერთაშორისო აღიარებების მონაწილე თუ მომსწრე.
4. უძრაობა საღდება როგორც სტაბილურობა, როგორც მიღწევა;
5. კორუფცია წახალისებულია – თანამდებობაზე ყოფნა ნიშნავს შესაძლებლობას მოიხვეჭო შენთვის და შენი გარემოცვისთვის მაქსიმალური, რაც მოესწრება შენი იმ ადგილას ყოფნის დროს.
ეს ყველაფერი ჩვენ ბუნებრივ მდგომარეობას ეწინააღმდეგება. ტყუილია, რომ ქართველებს ეს მოსწონთ, ტყუილია, რომ ეს არის ჩვენთვის ყველაზე კომფორტული მდგომარეობა. ამიტომ არის ამხელა იმედგაცრუება, ამიტომ გაექცა ბევრი უპერსპექტივობას სხვა ქვეყანაში… ვიცი დამღლელია, მაგრამ უნდა დავიბრუნოთ ის მოტივაცია და სიხალისე, რაც ჩვენი ქვეყნის მშენებლობის, ჩვენი გაკეთებული საქმეებით სიამაყეს ახლავს თან. უნდა ვიპოვოთ, შევაკავშიროთ ეს გაფანტული ძალისხმევა და ვაქციოთ იგი დადებით, პროგრესულ, მომავლისკენ ორიენტირებულ, სიძლვილისგან დაცლილ ენერგეტიკად,”- წერს ლომჯარია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბრიუსელში ქართველი მოსამართლეების სანქცირებას განიხილავენ”- “ფორმულა”
  • ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
  • ესპანეთის სასამართლომ კარლო ანჩელოტის ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge