7 თებერვალს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, მეწყერი ჩამოწვა, რამაც 4 სახლი მოიყოლა. სტიქიის შედეგად სტიქიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის არიან რობაქიძეების ოჯახის წევრები მამა, უფროსი ვაჟი და ტყუპი დები.
დედა ემიგრაციაში სამუშაოდ იყო წასული, ის იტალიის ქალაქ ბარიდან დღეს დაბრუნდა.
ოჯახის ტრაგედია საზოგადოებამ განსაკუთრებით მიიტანა გულთან. სოციალურ ქსელში მოქალაქეები გულისტკივილს გამოხატავენ.
“ასეთი უბედური რატომ გაჩნნდი ქვეყნად, რა ვთქვააა უფალმა გამძლეობა მისცეეს საცოდავ ქალს, ოჯახის წევრები ნათელში უმყოფოოს მამაზეციერმა.”
“რატომ ხდება ესე რატომ,უფალო გააძლიერე ამ ანგელოზების დედა”
“შოკირებული ვარ. გარდაცვლილებზე მეტად ცოცხლად მკვდარი დედა მეცოდება”
“საშინელი ტრაგედია,სიტყვებიც კი უძლურია აქ.რამ უნდა გააძლებინოს დედას რომელმაც სამი შვილი ერთად დაკარგა და მეუღლე”
“ოხ რა ცოდვა ხარ გამძლეობას უსურვებ ეს არი სიტყვები რომელსაც ვერ ვწერ და ხელი მიკანკალებს”
“ბაღდათში გარდაცვლილების ემიგრანტ დედას აეროპორტში ვერ ვხვდები ამის ძალა აღარ შემწევს… შვილმკვდარ ემიგრანტ დედებს არაერთხელ დავხვედლირვარ აეროპორტში…