Tuesday, July 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ხშირად სიცოცხლის რისკის ფასად, ჩვენი მაყურებლისთვის ქმნიდა გამორჩეულ კადრებს”– “იმედის კვირა“ მიშო ბიძინაშვილს ემშვიდობება

February 8, 2024
“ხშირად სიცოცხლის რისკის ფასად, ჩვენი მაყურებლისთვის ქმნიდა გამორჩეულ კადრებს”– “იმედის კვირა“ მიშო ბიძინაშვილს ემშვიდობება

„იმედის კვირა“ ასურეთში, უბედური შემთხვევის დროს დაღუპულ ოპერატორს მიშო ბიძინაშვილს ემშვიდობება.

„გამორჩეული მეგობარი, განსაკუთრებული ადამიანი, პროფესიონალი. ჩვენი დიდი ოჯახის გამორჩეული წევრი – მიშო. მხიარული, მზრუნველი და იუმორით სავსე. მთა, ზღვა, სტიქია, კრიზისი, ცხელი წერტილი – მისთვის არ არსებობდა დაბრკოლებები. 10 წელზე მეტი „იმედთან “ და „იმედის კვირასთან“ ერთად, ხშირად სიცოცხლის რისკის ფასად, ჩვენი მაყურებლისთვის ქმნიდა გამორჩეულ კადრებს, რომელსაც სხვაგან ვერ ნახავდით. ასეთი იყო 22 წლისა, როცა „იმედის კვირის“ გუნდს შემოუერთდა და 32 წლისაც, როდესაც თქვა, რომ მზად იყოს საჰაერო ბურთით საქართველოსთვის გადაეფრინა. სამწუხაროდ, ეს გაფრენა საბედისწერო აღმოჩნდა…

ახლა დიდი ტკივილი გვაერთიანებს. ჩვენი გუნდი ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო მიშოსთან ერთად. მაგრამ, მიშო ყოველთვის ჩვენთან იქნება – განსაკუთრებული მეგობარი, დიდი გულით და კეთილი ღიმილით.
მიშო გვიყვარხარ. შეხვედრამდე მეგობარო“,- წერია გამოსამშვიდობებელ წერილში.

ცნობისთვის, 7 თებერვალს სოფელ ასურეთში  საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს შეეჯახა, შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა.  შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები არიან ტელეკომპანია “იმედის” ოპერატორი, მიშო ბიძინაშვილი, კომპანია “სქაი თრეველ გრუფის” დამფუძნებელი და დირექტორი, რევაზ უთურგაური და პოლონელი კინორეჟისორი და სცენარისტი კშიშტოფ ზააპარტი.

არსებული ინფორმაციით ისი­ნი ფო­თის ცენ­ტრა­ლუ­რი სტა­დი­ო­ნი­დან კა­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით საც­დელ ფრე­ნას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ, რათა მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ემ­ყა­რე­ბი­ნათ სა­ჰა­ე­რო ბურ­თით ყვე­ლა­ზე დიდ მან­ძილ­ზე გაფ­რე­ნა­ში.

გამოძიება დაწყებულია საჰაერო და საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჰყოლია შვილი, რასაც ასაიდუმლოებს” – ვისზე წერს რომან გოცირიძე?
  • “ახლაც კი აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც გასვლა არ უნდათ აქედან”- ნიკოლოზ კახეთელიძე
  • “ის იყო უაღრესად  გულისხმიერი და  საიმედო  ადამიანი”- ვრცელდება სამძიმრის წერილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge