ფოთში, ქუჩიშვილის ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა.
ცოლ-ქმარი გაზით გაიგუდა. ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.