ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მეწყრული პროცესებია გააქტიურებული – ადგილობრივი მთავრობა პრევენციის მიზნით მოსახლეობის ევაკუაციას იწყებს.
ცნობისთვის, სტიქიურმა მოვლენებმა მთელი საქართველო მოიცვა. სოფელ ნერგეეთში რამდენიმე საათის წინ მაშველებმა ბოლო დაკარგულის ცხედარი იპოვეს. ბაღდათში მეწყრული პროცესების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა.
წყარი: TVპირველი