ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მერვე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის უცნობია, ვის ეკუთვნის ნაპოვნი ცხედარი.
მიმდინარეობს 1 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა, რანაც 4 სახლი მოიყოლა. ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი 10 ადამიანიდან 8 მათგანი დაიღუპა. გადარჩენილია ერთი ადამიანი, რომელიც ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი. მაშველები მიწის მასაში კიდევ 1 ადამიანს ეძებენ.
ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს.