Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მეგონა, რომ სკოლის მთელი რიგი საგნები არ დამჭირდებოდა”– რას წერს არჩილ გამზარდია

February 6, 2024
“დაიწყეთ უკვე ჩხუბი ნათლისღებას ცივ წყალში რატომ შედიხართო?”– რას წერს არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოლიპროფილური სწავლების უპირატესობის შესახებ წერს:

“რატომ უნდა იყოს სასკოლო  სწავლება პოლიპროფილური? – იმიტომ, რომ მოსწავლემ მიიღოს ყველა მიმართულების ცოდნა, რაც მის არჩევანს და მომავალი პროფესიის შერჩევას გაუადვილებს დაწყებული შუშანიკიდან, დასრულებული დისკრიმინანტით.

პირადად, მე, სკოლაში კარგად ვსწავლობდი, თუმცა ტექნიკური საგნები იყო ჩემი ძირითადი მიმართულება – მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია.

თუმცა, პარალელურად, სკოლის ბოლო წლებში ჰუმანიტარული მიმართულებებით დავინტერესდი, მხატვრული ლიტერატურით, მედიით, ხელოვნებით და ა.შ.

მოხდა ისე, რომ სკოლის დასრულებისთვის, განსაკუთრებულად კარგად ვიცოდი ტექნიკური საგნები, მაგრამ თან დავინტერესდი ჰუმანიტარულით, თუმცა, ინერციით, ჩავაბარე კიდეც იმ პერიოდში ერთ-ერთ მოთხოვნად სპეციალობაზე ტექნიკური მიმართულებით.

რაც დრო გადიოდა, ვიწრო სპეციალიზაცია, მით ნაკლებად მიზიდავდა, დავდიოდი სულ სხვა დარგის, პიარის ლექციებზე, ვმუშაობდი ჟურნალ-გაზეთებში. ცოტას ვხატავდი, ცოტას პროზაში ვმუშაობდი და ჯამში თავში სრული ქაოსი მქონდა, ერთი სპეციალობა, მეორე, კიდევ სხვა ინტერესები, მოკლედ… მესამეჯერაც ჩავაბარე, ასოთხმოცი გრადუსით შეცვლილ არჩევანზე, ლიტერატურულ დაოსტატებაზე. შემდეგ კიდევ ბევრი ცვლილება მომიწია ჩემს პროფესიებში და აკადემიურ განათლებაში.

რატომ გაგიზიარეთ ჩემი გამოცდილება? – ჩემი გადასახედიდან, როდესაც სკოლის მოსწავლე ამბობს, რომ ესა თუ ის საგანი არ სჭირდება, ჩვენ უნდა ავუხსნათ სასკოლო საბაზისო განათლების მნიშვნელობა, ის, რომ მოსწავლეს ნებისმიერ დროს შეიძლება მოუნდეს პროფესიის შეცვლა და ამის საბაზისო სასკოლო განათლება მას უნდა ჰქონდეს, რომ შეძლოს.

პოლიპროფილური სასკოლო განათლება, ეს არის მოზარდის პროფესიული არჩევანის თავისუფლების შესაძლებლობა.

ამასვე ვუხსნი ჩემს შვილებს, რომ ყველა საგნის ცოდნას დაეუფლონ, რადგან თავადაც არ იციან, როდის რა დასჭირდებათ.

დიახ, მეც ასე ვამბობდი, რაში მჭირდება ისტორია, გეოგრაფია, ქართული დეტალურად-თქო და მერე ლიტერატურით რომ დავინტერესდი, როგორც პროფესიით, სულ დეტალურად დამჭირდა ქართულის ცოდნაც, წლების მერე, პოლიტოლოგიით რომ დავინტერესდი, გეოგრაფიაც და ისტორიაც, ტექნიკური დარგისათვის კი ტექნიკური საგნებით.

მეგონა, რომ სკოლის მთელი რიგი საგნები არ დამჭირდებოდა, არა და, ყველა დამჭირდა – წერს არჩილ გამზარდია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი
  • ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
  • მძღოლები 2000 ლარით დაჯარიმდებიან – მნიშვნელოვანი ცვლილება კანონში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge