რუსეთში მოღვაწე შოუმენმა, ტელეწამყვანმა ოთარ კუშანაშვილმა „Sport24“ – ს ინტერვიუ მისცა.
მან საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვაარცხელიას, შესახებ ისაუბრა.
კუშანაშვილი შეეხო კვარას პირად ცხოვრებასაც და აღნიშნა, რომ ხვიჩას დაქორწინება ნაადრევი იყო.
ოთარ კუშანაშვილი:
– კვარაცხელია? ხვიჩა უღიმღამო გუნდში თამაშობს, ეს ყველაფერი კი მაშინ დაიწყო როდესაც კლუბიდან სპალეტი წავიდა. მან “ნაპოლის” ოქროს მედლები მოუტანა და სურდა გუნდიდან კარგ ნოტაზე წასულიყო. მათმა ტირანმა პრეზიდენტმა კი მადლობაც არ გადაუხადა. ამის შემდეგ მთავარმა თავდამსხმელმა (ვიქტორ ოსიმენმა) ხვიჩას აგენტს (მამუკა ჟუღელს) მოუწოდა მოეკეტა, მაშინ როდესაც ხვიჩა მის გვერდით თამაშობს.
რაც შეეხება კვარაცხელიას დაოჯახებას, კუშანაშვილს მიაჩნია, რომ სპორტსმენის ცხოვრებაში ცოლის მოყვანა ნაადრევი იყო.
“მაინტერესებს ფიზიონომია. ახლახან ვნახე ხვიჩის ცოლი – დამთავრდა ეს ბიჭი. ძალიან ადრე დაქორწინდა. დავინახე ხვიჩის ბავშვური სახე და მის გვერდით ქართველი ტატიანა ტარასოვა (სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელი ფიგურულ სრიალში). მგონი ხვიჩას ყველაფერს წაართმევენ. სახეზე ეწერა – ნახვამდის, ჩეკის წიგნაკო.
ქართველი ქალი გაიძულებს კაპიტულაცია გამოაცხადო, გაგაგდებს გარეთ, შეგაფურთხებს ზურგში, მერე მობრუნდება სახლში გადაითვლის ფულს და გაიფიქრებს, რაღაც მაინც ვიხეირე ამ კაცისგან. პირველი წარმატების შემდეგ ასე ადრე დაქორწინება შეცდომაა“, – განაცხადა კუშანაშვილმა.
ეს იგივე იქნებოდა მე რომ „ოლიმპ ბეტთან“ გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ ანფისა ჩეხოვასთვის დამეძახა საძინებელში, მე ხომ ყველაფერს დავკარგავდი, ის კი წაიღებდა ყველაფერს“ , – ამბობს კუშანაშვილი.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია გასულ წელს ნიცა თავაძეზე დაქორწინდა.
წყარო: AMBEBI.GE