Tuesday, July 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რელიგიური ზომბირება მასების დამონებისთვის და კაცობრიობის პროგრესის შესაფერხებლად ძალიან მოსახერხებელი ბოროტი პოლიტიკური ინსტრუმენტია” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

February 5, 2024
„ნესტან-დარეჯანი საკუთარმა მამიდამ გალანძღა, სულ როსკიპი და ბ*ზი ეძახა და რა უჭირს თუ გ. ბაქრაძეც გალანძღავს?!“ – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

ის რელიგიის, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტად, გამოყენებას ეხება.

„სამწუხარო მოცემულობაა, რომ დღეს ჩვენი საზოგადოების და ზოგადად კაცობრიობის ერთერთ მნიშვნელოვან და საშიშ პრობლემად რჩება “რელიგიური გამოთაყვანება” ანუ რელიგიური ზომბირება. ჯანსაღი რელიგიურობისგან განსხვავებით რელიგიური გამოთაყვანება გონების, ლოგიკის და შემეცნების დაბნელებას იწვევს ადამიანში და მეცნიერების, პროგრესის, დემოკრატიის, ლიბერალიზმის, ჰუმანიზმის მიმართ ანტიპათიას, შიშს და ზიზღს აღვივებს.
მასების რელიგიური გამოთაყვანება ძალიან აწყობთ ბნელ პოლიტიკურ ძალებს კრემლში, თეირანში და ა.შ. რადგან რელიგიური ზომბირება მასების დამონებისთვის და კაცობრიობის პროგრესის შესაფერხებლად ძალიან მოსახერხებელი ბოროტი პოლიტიკური ინსტრუმენტია.
როგორია რელიგიურად გამოთაყვანებული ანუ ზომბირებული ადამიანი?! უპირველესად მას ეშინია და ეზიზღება ნებისმიერი თავისუფალი ადამიანი და ზოგადად თავისუფლება, არ მიაგებს პატივს სხვისი არჩევანის უფლებას და ასევე აბოროტებს ეს ყველაფერი. ცდილობენ საკუთარი ისტერიული პანიკა თავს მოახვიონ ყველას და ტვინის რეცხვის პროპაგანდისტებად არიან ქცეული, საამისოდ მოუსმინეთ მმკ-ს მღვდლებს, ეპ. სპირიდონ აბულაძეს, ლ. ვასაძეს, დეკ. არჩილ მინდიაშვილს, ალტინფოს და მათ ზომბებს, საკმარისია რომ დარწმუნდეთ ამაში.
გამოსავალი არის განათლებაში ფილოსოფიის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით, ასევე თეოლოგიის სწორად ცოდნასა და დაპირისპირებაში. მაგრამ საინტერესოა ისიც, რომ “რელიგიური გამოთაყვანების” ვირუსი ისე ანადგურებს ადამიანთა ტვინის უჯრედებს, ისე კლავს მათ, რომ ხშირად და ძირითადად ასეთი ადამიანები მკურნალობას და გამოსწორებას არ ექვემდებარებიან. გარკვეულწილად შიზოფრენიას უახლოვდება მათი აკვიატებები და ისტერია, თუმცა ამისგან განკურნებული ადამიანებიც მინახავს, დროის მსვლელობის, გამოცდილების და ცოდნის გაღრმავების შედეგად, მაგრამ ასეთები შედარებით ცოტანი არიან.
შეიძლება ვიღაცამ დასვას შეკითხვა, რას ვეძაღი ჯანსაღ რელიგიურობას. ჯანსაღი რელიგიურობა გამორიცხავს ისტერიულ აკვიატებებს, შიშებს, ფობიებს. ჯანსაღი რელიგიურობა არ ებრძვის თავისუფლებას და არ მტრობს სხვის (ანუ მოყვასის) არჩევანს, ჯანსაღი რელიგიური ადამიანი უპირველესად ზრუნავს საკუთარ სულზე, არ თვლის საკუთარ პოზიციას ერთადერთ ჭეშმარიტებად, იაზრებს საკუთარ სისუსტეებს და შეზღუდულობას ჭეშმარიტების მიუწვდომელ სიღრმესთან შედარებით და არ ჰგონია რომ ღვთის ჭეშმარიტება, ნება და განგება ბოლომდე შეიმეცნა და იცის. შესაბამისად იგი ზომიერია და არა ფანატიკოსი. ანუ მარტივად რომ ვთქვა: არავის ჩაქოლავს, ან არავის მოკვეთავს თავს ღმერთის სახელით მათი ნების/არჩევანის თავისუფლების გამო“, – წერს ის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მოიმკა ის, რასაც თესავდა ამდენი ხანი …“ – ვისზე საუბრობს იაგო ხვიჩია
  • თბილისში ავარიის შედეგად 17 წლის ბიჭი დაიღუპა – დეტალები
  • ეუთო/ოდირი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge