პარტიებმა “ჩელენჯი” წამოიწყებს, თუ ვინ უფრო მეტ და ლამაზ ფოტოებს დადებს სასულიერო პირებთან ერთად – ამის შესახებ პარლამენტარი რომან გოცირიძე წერს.
“პარტიებმა “ჩელენჯი” წამოიწყებს, თუ ვინ უფრო მეტ და ლამაზ ფოტოებს დადებს სასულიერო პირებთან ერთად. ჯერ-ჯერობით ამ საქმეში ლიდერობს მთავარი სახელისუფლო და მთავარი ოპოზიციური პარტია. არც სხვები უნდა ჩამოვრჩეთ, მოახლოვდა არჩევნები.
ამ ფოტოზე რომის პაპს ვაცნობ მომავალი მთავრობის მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამას. ცოტა სხვა საკითხებსაც შევეხეთ. თვალებზე ცრემლები მოადგა, როცა მოვუყევი, რომ ვეტერანმა მარადონამ თბილისის დინამოს სტადიონზე ითამაშა და სტადიონი ცარიელი იყო. მარადონას გახსენებამ დააღონა თუ ცარიელმა სტადიონმა, ამას ვერ მივხვდი. ეს არაა მთავარი, მთავარი ისაა, რომ პროგრამა ძალიან მოეწონა”