ურანი, გლობალური ცვლილებებისა და ძველი შაბლონების განადგურების პლანეტა, 2019 წლის მარტში კუროს ნიშანში გადავიდა და იქ 2026 წლამდე დარჩება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნული ასპექტი გლობალურ ცვლილებებს იწვევს. 2024 წელს კი პლანეტა ურანის კუროს ნიშანში ტრანზიტი ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს:
კურო (21 აპრილი – 20 მაისი)
პლანეტა ურანი თქვენს ნიშანშია და ის 2024 წლის განმავლობაში გიბიძგებთ, დაარღვიოთ წესები და კომფორტის ზონიდან გახვიდეთ. უპირველეს ყოვლისა, ეს ასტროლოგიური მოვლენა გავლენას თქვენს სოციალურ ცხოვრებაზე მოახდენს. მიმდინარე წელი თქვენთვის მოძველებული, არასაჭირო ურთიერთობებისაგან გათავისუფლებისა და ახლის დაწყების პერიოდი იქნება. საბოლოოდ მიხვდებით, რომ დროა, ის კავშირები, რომლებსაც თქვენთვის ბედნიერება აღარ მოაქვს, ჩამოიშოროთ. შესაძლოა, ემოციურად პირველ ეტაპზე რთული იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, გვერდით გყავდეთ არა ისეთი ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც ტოქსიკურია და შედეგად მოტივაცია გეკარგებათ, არამედ შეგიძლიათ, შემოიკრიბოთ თანამოაზრეები, რომლებიც მხარს დაგიჭერენ და გაგამხნევებენ. ასევე, ეს იქნება წელი, როცა საბოლოოდ შეწყვეტთ იმ საქმის გაკეთებას, რასაც დიდი ხანია, ძალდატანებით აკეთებთ. 2024 წელი თქვენთვის გლობალური ცვლილებების წელია. ბევრ რამეს გადააფასებთ და გააცნობიერებთ, რომ ახლა სხვა ინტერესები გაქვთ. მიხვდებით, რა გჭირდებათ რეალურად და რაზე უნდა თქვათ უარი.