Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“კიდევ დაიღუპა გოგო და კიდევ მოხვდა რეანიმაციაში რამდენიმე ახალგაზრდა…” – რას წერს ნათია ფანჯიკიძე

February 4, 2024
“მთხოვენ, რომ რაც შევულოცე, დაუყოვნებლივ გამოვულოცო, წარმოგიდგნიათ?” – რას წერს ნათია ფანჯიკიძე

კიდევ დაიღუპა გოგო და კიდევ მოხვდა რეანიმაციაში რამდენიმე ახალგაზრდა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს.

“კიდევ დაიღუპა გოგო და კიდევ მოხვდა რეანიმაციაში რამდენიმე ახალგაზრდა.
ნარკოტიკების მიმართ საფრთხის შეგრძნების მოხსნას იდეალურად ემსახურება მარკეტინგულად კარგად გათვლილი სიტყვები – “კლუბური” – თითქოს რომელიმე სასიკვდილოდ საშიში ნივთიერება გართობასთან ასოცირებული და სოციალური გარემოსთვის ჩვეულებრივი დანამატი იყოს, “სააფთიაქო” – თითქოს ლეგალური წამლის ზედოზირება ვიტამინის, ან ძალიან მარტივი პრეპარატის მიღების შემთხვევაშიც კი არ იწვევდეს მოწამვლას, ან სიკვდილს; “მსუბუქი” – თითქოს თრობის მხრივ მსუბუქი ისევე არ აზიანებდეს ტვინის ემოციურ სისტემას, ან რეცეპტორებს, ან არ აზიანებდეს რუხი ნივთიერების კონცენტრაციას, როგორც “მძიმე”.
ცნობიერების შეცვლა ნებისმიერ ადამიანს გვინატრია ზოგჯერ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტკივილს ვერ ვუძლებთ, ან მაშინ, როცა ყველაფერი სულერთი და უღიმღამოა და ერთხელ მაინც დავმთვრალვართ ასეთ დროს ყველა, ნივთიერების იმ არჩევანით, რომელიც ხელთ მოგვხვდა, ან უბრალოდ სურვილად დაგვიტოვებია მორალური ტანჯვის გაყუჩების მოთხოვნილება.
როცა ადამიანს რეალობისგან დამცავი გარსის შემოკვრა, გაყუჩება უნდება ხშირად, მითუმეტეს ყოველდღე, ეს მიუთითებს ფსიქიკურ პრობლემაზე.
რა არის ფსიქიკური პრობლემა? არაფერი განსაკუთრებული, არამედ სტრესის გადაუტანლობა, მასთან გამკლავების შეუძლებლობა.
გთხოვთ, ნარკოტიკში ნუ ეძებთ გამოსავალს. ვუმკურნალოთ იმ ტკივილს, ან სიცარიელეს, რომელიც გვაიძულებს გავაყუჩოთ სიცოცხლე და ცოცხალი შეგრძნებები. ტანჯვასა და სიხარულს შორის ისეთივე თხელი ტიხარია, როგორც სიცილსა და ტირილს შორის. ხშირად თუ გააყუჩებ ტკივილს, მალევე, სრულად გაქრება სიხარულიც. ვისწავლოთ გრძნობების ატანა, ზიდვა. ეს არის შესაძლებელი. არ გეუბნებით ამას ზეპირად. გეუბნებით იმ ცოდნით, რომელიც სწორედ ტკივილის ატანა და შემდეგ მისი ტრანსფორმაცია რომ შემძლებოდა, იმიტომ მივიღე.
დროულად აღმოაჩინეთ თქვენს გრძნობებში გაქცევის, გაყუჩების ან მხიარულების ხელოვნურად გამოწვევის ხშირი სურვილი, როგორც სიმპტომი და მიიღეთ დახმარება. არსებობს ადგილები დღეს, სადაც შეძლებთ თქვენი ცხოვრების მართვის სწავლას. ერთერთი კამარაცაა და უკვე ლივინგ მუზეუმი თბილისი, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ტკივილის გარდაქმნის სახელოსნოდ”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რიკოთზე ტრაილერი გადაყირავდა და მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა – ახალი დეტალები
  • ავარია რიკოთზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
  • რა გახდა საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge