ტელეკომპანია “ფორმულის” გადაცემა “მე-17 სართული”-ს წამყვანი სოფო ხუნწარია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომლითაც ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გადაცემების ნაწილის დახურვას ეხმიანება.
“ამბები ჩვენი გარდაცვალების შესახებ ნაადრევია.შაბათ კვირას დაგელოდებით ისევ 15:00 ზე და ისევ მე 17 სართულზე! მტკივნეულია ის რაც ხდება. არც არავინ შემოვიდეს ტექსტით, რომ ვინმე არ განიცდის ან ჰკიდია ეს პროცესი. წინ რთული წელია და ვიბრძოლებთ ბოლომდე!
დიდი მადლობა “მე 17 სართული”-ს გუნდს, თქვენ ხართ ყველაზე კარგები და მაგრები, მადლობა ამისთვის”- წერს სოფო ხუნწარია.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულა“ საინფორმაციო-ანალიტიკური ფორმატის მაუწყებლობაზე გადადის და გადაცემების ნაწილს ხურავს.