გიორგი დემეტრაძე ვეტერანი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს დააპატიმრეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორწელიწადნახევარი გაატარა. ციხიდან ახალი ხელისუფლების პერიოდში, ამინისტიით, პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა.
რუსული მედია, championat.com ფეხბურთელთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, საიდანაც მაყურებელს ფრაგმენტს გტავაზობთ.
- სააკაშვილი, ციხე, ამნისტია
– კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობაზე ან აგენტობაზე თუ გიფიქრიათ?
– არა, არა, არა, მწვრთნელობის ნერვები არ მაქვს. ეს ძალიან რთული საკითხია – ჩემი საქმე არ არის.
– თამაში რომ დაასრულეთ, როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი?
– 2010 წელს თბილისში რომ ჩამოვედი, მინდოდა მოვმზადებულიყავი და სხვაგან მეთამაშა, მაგრამ ამ გიჟმა სააკაშვილმა დამაკავა. ავადმყოფი! უნდოდათ, ხელი ჩემი მეგობრებისთვის დამედო”
მარტო მე არა, ის საქართველოს მოსახლეობის 70%-ს არ უყვარს. არაადეკვატური ადამიანია, ნაძირალა. უამრავი ადამიანი დააპატიმრა, ქონება წაართვა – როგორ უნდა გიყვარდეს? ლოგიკურია, რომ ახლა ეს ადამიანი ციხეშია. სასაცილოა იმის მოსმენა, რომ ის უდანაშაულოა.