„გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე სამუშაო შეხვედრის შესახებ, მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„სამი წელია, პარლამენტის შენობაში ვარ და ჯერ არ მახსოვს, 09:00 საათზე რამე შეხვედრა ყოფილიყო. იმედია, რამე საინტერესოს მაინც გვეტყვიან, არ გამოვა ისე, რომ 07:00 საათზე ტყუილად გამოგვაქციეს პარლამენტში და არაფერი გვითხრეს…
სინამდვილეში, ჩვენ ახლაც იგივეს ვთავაზობთ პოლიტიკურ სპექტრს, რასაც 12 პუნქტის შესრულების დროს ვთავაზობდით. უბრალოდ, ახლა საინტერესოა, რაზე აკეთებენ აქცენტს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რამე შეცვალა თუ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ, თუ ზუსტად ისევე გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც წინა შემთხვევის დროს იყო, მაინც და მაინც წარმატებულად არ ჩაგვითვალეს 12 პუნქტი“, – განაცხადა ხვიჩიამ.