თედო ბექაურმა ჟურნალ “გზას” ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ისაუბრა საკუთარ ცხოვრებაზე და გეგმებზე. მან აღნიშნა, რომ “ცეკავვენ ვარსკვლავების” დასრულების შემდეგ რამდენიმე შემოთავაზება მიიღო თეატრიდან.
– თედო, “ცეკვავენ ვარსკვლავებში” გამარჯვებას გილოცავ! შეგიძლია ის ემოცია გაიხსენო, რომელიც გამარჯვებულად გამოცხადების დროს გქონდა?
– ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის. იმ წუთში საერთოდ გავითიშე, აღარაფერი მახსოვს; ემოციამ იმდენად წამიღო, აღარ ვიცოდი, რას ვაკეთებდი.
– როგორი იქნებოდა ეს წუთი, როგორ შეხვდებოდი, ალბათ ოცნებაში არაერთხელ წარმოგედგინა.
– რა თქმა უნდა, მაგრამ რეალური ემოცია წარმოდგენილისგან სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. მერე, როდესაც საკუთარ თავს ეკრანზე ვუყურე, მაშინაც კი ვინერვიულე.
– მოლოდინი რამდენად გქონდა?
