Friday, March 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არც კი ვიცი, როგორ გავბედე ამ ყველაფრის დაწერა “– პედაგოგი სოც. ქსელში საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

January 26, 2024
“არც კი ვიცი, როგორ გავბედე ამ ყველაფრის დაწერა “– პედაგოგი სოც. ქსელში საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

მწერალი და პედაგოგი ნანა ბეკოშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ გავრცელებულ პრობლემაზე წერს, რომელიც მოსწავლეებს სრულიად უკარგავს სწავლის მოტივაციას:

“დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა, მაგრამ ვეღარ მოვითმინე, რადგან გული მტკივა…

მშობლებს მივმართავ, ჩვენი მოსწავლეების მშობლებს:

აი, სულ ახლახანს დაიწყო სასწავლო წლის მეორე სემესტრი და წინ გრძელი და მომქანცველი პერიოდი გველის. ეს დიდი შრომით და ძალისხმევით უნდა გავიაროთ ყველამ ერთად და პირველ რიგში – ჩვენმა საყვარელმა, ნამდვილად საყვარელმა ბავშვებმა. სწავლა რომ ფიზიკური და გონებრივი შრომის ერთობლიობაა, ეს ყველამ ვიცით. ბავშვები კი ამ დროს აბსოლუტურად მოტივაციადაკარგულები სხედან გაკვეთილებზე… ამაში მხოლოდ სკოლას და საგაკვეთილო პროცესს ნუ დაადანაშაულებთ. ჩვენ, მასწავლებლები უდიდეს ძალისხმევას ვეწევით მათი გონებრივი განვითარებისთვის, მაგრამ თქვენი ხელშეწყობის გარეშე უშედეგოა ჩვენი ძალისხმევა. ჩემი, როგორც ერთი რიგითი მასწავლებლის თხოვნაა, რომ პირველ ეტაპზე ყველაზე მთავარს – თქვენი შვილების ძილის რეჟიმს მიაქციოთ ყურადღება. ბავშვები ტელეფონებში ათენებენ ღამეებს და მოდიან გამოუძინებლები, მათი გონება სრულიად გათიშულია და რაიმეს ასათვისებლად გამოუსადეგარი. დღეც მთლიანად ტელეფონს მიაქვს მათი გონება და ყურადღება. ამის გამო “სწავლობენ” ზერელედ, მოვალეობის მოხდის მიზნით და მხოლოდ ერთი დღისთვის, მეორე დღეს აღარც კი ახსოვთ წინა დღით ნასწავლი. არ უთმობენ შესაბამის დროს გაკვეთილების სწავლას. ძალიან ხშირად მხოლოდ საკლასო ოთახში ყურმოკრულით კმაყოფილდებიან.

თანდათან ვრწმუნდები, რომ ძალიან კარგი პრაქტიკა ჰქონდათ ჩვენს მშობლებს, როდესაც ყოველ საღამოს იბარებდნენ გაკვეთილებს, დავალებებს… შეეცადეთ, თქვენც დანერგოთ ეს პრაქტიკა და მიაჩვიოთ პასუხისმგებლობას, თუნდაც წახალისებასთან ერთად ხანდახან დასჯის მეთოდების გამოყენებაც დაგჭირდეთ (ტელეფონის დროებით გამორთმევა, ან მათი საყვარელი საქმიანობის დროებით აკრძალვა და ასე შემდეგ). “მოერიეთ” შვილებს, ამ სიტყვის არაპირდაპირი გაგებით.

არც კი ვიცი, როგორ გავბედე და მოვიკრიბე ძალა ამ ყველაფრის დასაწერად, მაგრამ თქვენგან სწორად გაგების იმედმა შემაძლებინა. ვფიქრობ, ეს ყველა მასწავლებლის და თითქმის ყველა მშობლის პრობლემაა… გისურვებთ მშვიდობას და თქვენი შვილების წარმატებით გახარებას!”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჰააგის სასამართლოს პროკურატურამ ლუკაშენკოს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
  • რას ამბობს თემურ ჭყონია მთავრობის დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება აიკრძალება?
  • “მსჯავრდებულს არანაირი დაზიანება არ აღენიშნება” – პენიტენციური სამსახური ლაითურის ციხის პატიმარზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge